{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტში ცვლილება შევიდა

    დღეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე, დეპუტატებმა 2016 წლის ბიუჯეტში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს. საბიუჯეტო ცვლილება ითვალისწინებს:

    1.     სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად  გასულ წელს მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი 145,0 ათასი ლარიდან  ათვისებულია 103,0 ათასი ლარი. 2016 წლის პირველი იანვრისათვის  გამოყოფილი  სახსრების ნაშთიდან გადმოტანილი იქნას 41,1 ლარი,  აქედან გზების რეაბილიტაციის ხარჯებში 16,8 ათასი ლარი, ხიდების რეაბილიტაციაზე 4,4 ათასი ლარი და სტიქიით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად  19,9  ათასი ლარი;
    2.     ბორითი-მარიამწყარო-ღორეშის გზის რეაბილიტაციისათვის, გასულ წელს გამოყოფილი  120,0 ათასი ლარიდან  საჭიროა   2016  წლის პირველი იანვრისთვის არსებული სახელმწიფო ფონდებით გამოყოფილი  სახსრების ნაშთიდან  აღნიშნულ პროგრამაზე გადმოტანილ იქნას 11,9 ათასი  ლარი;
    1.       ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2016 წელს  საქართველოს რეგიონალური განვითარების  ფონდიდან  დასაფინანსებელი  ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად აუცილებელია  ბიუჯეტში გათვალისწინებული იყოს  თანადაფინანსებით თითოეული პროექტის ღირებულების 5%, ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტს თანადაფინანსებისთვის ესაჭიროება 148,5 ათასი ლარი.

              აქედან:

    -         გზების რეაბილიტაციის თანადაფინანსებისათვის საჭიროა 99,3 ათასი ლარი,

    -         საბავშვო ბაღების მშენებლობა– რეაბილიტაციის  თანადაფინანსებისთვის საჭიროა 19,7 ათასი ლარი;

    –        ზვარის ახალგაზრდული ბანაკის მშენებლობის თანადაფინანსებისთვის 29,5 ათასი ლარი;

    1.       აუცლებლობიდან გამომდინარე 2016 წლის პირველი იანვრისათვის არსებული საკუთარი სახსრების ნაშთიდან გადმოტანილი იქნას  115,9   ათასი ლარი, აქედან;

    -          საკრებულოს ხარჯებში   1,5 ათასი ლარი.

    -         გამგეობის ხარჯებში     80.8ათასი ლარი.

    აქედან, 70,0 ათასი ლარით  რადარების შესაძენად.

    -         განათლების ხარჯებში 3,5 ათასი ლარი.

    სოფელ დიდვაკესა და საღანძილეში საბავშვო ბაღების მშენებლობისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ღირებულების ასანაზღაურებლად.

    -         რელიგიის ხარჯებში  30,0 ათასი ლარი.  აქედან 25,0 ათასი ლარი წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისათვის  და 5,0 ათასი ლარი რელიგიის  სუბსიდირების შესავსებად.

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ვარლამ ჭიპაშვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ კომისიამ განიხილა საბიუჯეტო ცვლილება და იგი დადებითად შეაფასა.

    დისკუსიის შემდეგ, 2016 წლის საბიუჯეტო ცვლილება კენჭისყრაზე გავიდა.

     

    20 იანვარი 2016

    ნანახია: 605 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0811
    3.5183
    4.2162
    4.0213
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი