{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა

    დღეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა. სხდომაზე, დეპუტატებმა შემდეგ საკითხებზე იმსჯელეს:

    1.დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ;

    რაც ითვალისწინებს, სოფლის რჩეულის არჩევას, რომელიც გამგეობასა და მოსახლეობას შორის იქნება შუამავალი და პასუხისმგებელი.

    2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა უწყვეტი სწავლების 2016 წლის სასწავლო დამტკიცების შესახებ;

    3. არასამეწარმეო (არაკომერციულ) პირს „ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრისთვის“ დაბა ხარაგაულში სოლომონ მეფის ქუჩაზე მდებარე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სპორტსკოლის შენობის და ეზოს სარგებლობის უფლებით უზურფრუქტის წესით, ხოლო მოძრავი ნივთების – საოფისე და სპორტული ინვენტარის თხოვების ფორმით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.

    დეპუტატებმა საკითხები დადებითად შეაფასეს და სხდომის დასასრულს რამდენიმე საკითხზე იმსჯელეს.

    საკრებულოს სხდომაზე, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა თორნიკე ავალიშვილმა და  ქეთევან ზუმბაძემ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტების ფოტო–მასალა წარმოადგინეს. ქეთევან ზუმბაძის განცხადებით ღია ესტრადაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები  სრულყოფილად არაა შესრულებული: „სავალალო მდგომარეობაშია ღია ესტრადა, რამდენიმე ადგილზე ჩამოდის წყალი“ - აღნიშნავს დეპუტატი.

    გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, არჩილ ლურსმანაშვილმა ამ საკითხზე განაცხადა: „ღია ესტრადაზე სამუშაოები ზამთარში შესრულდა, კედლები სათანადოდ არ იყო გამშრალი, ამინდის გაუმჯობესების  შემდეგ კომპანია, რომლემაც ეს სამუშაოები შეასრულა, ვალდებულია ხარვეზები გამოასწოროს. რაც შეეხება წყლის ჩამოსვლას, სახურავის შეცვლა პროექტში არ ყოფილა გათვალისწინებული“.

     

    1 თებერვალი 2016

    ნანახია: 474 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი