{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • კვლევაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ გვერდის www.kharagauli.ge -ს მისამართით გამოთქმულია ასევე შენიშვნებიც და რეკომენდაციებიც, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია

     

    არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საკუთარ ვებ გვერდზე იმერეთის მუნიციპალიტეტების ოფიციალური ვებ გვერდების კვლევას აქვეყნებს.
    კვლევაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვებ გვერდიwww.kharagauli.ge ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ მიერ ერთ-ერთ გამჭვირვალე და ინფორმაციულ ვებ-გვერდად სახელდება.
    ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევაში ხარაგაულის,ბაღდათის, ვანის, საჩხერის, ჭიათურის, ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულის, წყალტუბოს, სამტრედიის, და ხონის მუნიციპალიტეტების ვებ გვერდები მოხვდა.
    ვებ გვერდების შეფასების კრიტერიუმებსა და მონიტორინგის შედეგებში წერია: „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვებ გვერდზე სრულად არის მოცემული ინფორმაცია მუნიციპალიტეტის პირველი პირებისა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების შესახებ, მათი ბიოგრაფიული და საკონტაქტო მონაცემები, ასევე 2014-2015 წლის ბიუჯეტი - საბიუჯეტო ცვლილებების მითითებით“.
    „მნიშვნელოვანია, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტი არის ერთადერთი მუნიციპალიტეტი, რომლის ვებგვერდზე განთავსებულია საკრებულოს საქმიანობის შესახებ ანგარიში. გარდა საკრებულოს საქმიანობის შესახებ ანგარიშისა, ვებგვერდზე ასევე მოცემულია საკრებულოს ცალკეული ფრაქციებისა და კომისიების, გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის საქმიანობის შესახებ ანგარიშიებიც“
    „მისასალმებელია, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტი არის ერთადერთი მუნიციპალიტეტი, რომელიც ასევე აქტიურია ვებგვერდზე სიახლეების გამოქვეყნების კუთხით“ - წერია კვლევაში.
    გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვებგვერდს გამგეობის ცხელი ხაზის შესახებ ინფორმაციის განთავსების კუთხით განსაკუთრებულად გამოყოფს. „ამ მხრივ, საყურადღებოა ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, რომელსაც ვებგვერდზე განთავსებული აქვს ინფორმაცია ცხელი ხაზის შესახებ. მითითებული აქვს ასევე, როგორც მოქალაქეთა მისაღების, ასევე საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო ინფორმაცია“.
    ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცხელი ხაზის მუშაობას დადებითად აფასებს და წერს: „იმის დასადგენად, თუ რამდენად ეფექტურად მუშაობს ზემოთ ჩამოთვლილი მუნიციპალიტეტების ცხელი ხაზი, დავუკავშირდით თითოეულ მათგანს და მოვითხოვეთ ინფორმაცია 2016 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით. საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებმა მოგვაწოდეს ჩვენთვის სასურველი ინფორმაცია“.

    კვლევაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ გვერდის www.kharagauli.ge -ს მისამართით გამოთქმულია ასევე შენიშვნებიც და რეკომენდაციებიც, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვებგვერდისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მიერ ჩატარებულ კვლევაში მონაწილეობა.www.kharagauli.ge აუცილებლად გაითვალისწინებს კვლევის შედეგად დადებულ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს და ა/ო ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმოებული კვლევისათვის მადლობას უხდის.

     

    5 თებერვალი 2016

    ნანახია: 619 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი