{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ხანძრის შედეგად დამწვარი სახლის ადგილზე ახალი სახლის მშენებლობა უკვე დაიწყო

    დღეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორისსკოლა–პანსიონის (დირექტორი ჰამლეტ ბერაძე) სამოქალაქო ,,სმარტკლუბის“ წევრებმა,  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის განყოფილების უფროსთან, ალექსანდრე ტაბატაძესთან ერთად სოფელ ვარძიაში ხანძრის შედეგად დაზარალებული ნიქაბაძეების ოჯახი მოინახულეს და მათ საკვები პროდუქტები და საოჯახო ნივთები გადასცეს.

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა დღეს  ბორის სკოლა-პანსიონის სამოქალაქო „სმარტკლუბის“ სოციალური ხასიათის აქციებს პირველად შეუერთდა. ეს ურთიერთ თანამშრომლობა სოციალური ხასიათის პროექტების ერთად დაგეგმვას და განხორციელებას გულისხმობს.

    მერაბ ნიქაბაძის ოჯახს საცხოვრებელი სახლი ერთი თვის წინ დაეწვა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა, მას ერთჯერადი თანხით - 300 ლარით და სტიქიით დაზარალებულთა პირველ კატეგორიაში, გათვალისწინებული თანხის, ორმაგი რაოდენობით, 2400 ლარით დაეხმარა.

    მაია გურგენიძე (ნიქაბაძეების ოჯახის წევრი). „სახლის მშენებლობა ისევ ნასახლარზე დავიწყეთ, ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩარიცხული თანხით შევიძინეთ  სამშენებლო მასალა, სოფელი  გვერდით გვიდგას, გვეხმარებიან, მადლობლები ვართ. კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით. ახლა ჩვენთვის ყველანაირი დახმარება მნიშვნელოვანია.“

    როგორც ნიქაბაძეების ოჯახის წევრებს ალექსანდრე ტაბატაძემ განუცხადა, უახლოეს მომავალში მუნიციპალიტეტის გამგეობა საქველმოქმედო ღონისძიების ჩატარებას გეგმავს, საიდანაც შემოსული თანხა, მათი სახლის მშენებლობას მოხმარდება. 

    გამგებლის წარმომადგენელმა ვარძიის ადმინისტრაციულ ერთეულში, მზექალა გლუნჩაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი მაქსიმალურად უდგას გვერდით მერაბ ნიქაბაძის ოჯახს. „ამ ორიოდ დღეში შეკეთდება სახლამდე მისასვლელი 500 მეტრიანი გზა, რომელიც ამჟამად ამორტიზებულია და ტრანსპორტის მოძრაბა შეზღუდულია. სამშენებლო მასალის მოტანა ფიზიკური შრომით უწევთ. მადლობა ბორის სკოლა-პანსიონის სამოქალაქო კლუბს და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობას დღევანდელი აქციისთვის“.

    სამოქალაქო კლუბის წევრები ნიქაბაძეების ოჯახს ფიზიკური შრომითაც დაეხმარენ და მშენებარი სახლის მიმდებარე ტერიტორია ძველი სახლის ნანგრევებისგან გაასუფთავეს. 

     

    12 თებერვალი 2016

    ნანახია: 364 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი