საჯარო სამსახურის ბიურო ხარაგაულის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის კიცხის საზოგადოებრივი ცენტრის მენეჯერ-ოპერატორისა და ოპერატორის თანამდებობაზე ვაკანსიას აცხადებს

საჯარო სამსახურის ბიურო ხარაგაულის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის კიცხის საზოგადოებრივი ცენტრის მენეჯერ-ოპერატორისა და ოპერატორის თანამდებობაზე ვაკანსიას აცხადებს. კონკურსში მონაწილეობის მსურველს აუცილებელია ჰქონდეს უმაღლესი განათლება,(ბაკალავრი).
სასურველია, კანდიდატი ცხოვრობდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, კიცხის საზოგადოებრივი ცენტრის ერთ - ერთ მიმდებარე დასახლებაში. კანდიდატი უნდა იყოს კომუნიკაბელური და გაააჩნდეს დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი. ფლობდეს კომპიუტერულ პროგრამებს (word, exsel). კონკურსის ეტაპებია: განცხადების გადარჩევა, ტესტირება, გასაუბრება.
გასაუბრების შედეგად შერჩეული კანდიდატი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მუშაობის დაწყებამდე ან/და მუშაობის პროცესში, გაივლის ტრენინგს. სრული ინფორმაცია აღნიშნული ვაკანსიის შესახებ იხილეთ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ გვერდზე www.hr.gov.ge.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 7 აპრილი.
კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში;
კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ქულათა სისტემით.
სრული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ბმულებზე
ხარაგაულის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის კიცხის საზოგადოებრივი ცენტრის მენეჯერ - ოპერატორი
ხარაგაულის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის კიცხის საზოგადოებრივი ცენტრის ოპერატორი
30 მარტი 2016
ნანახია: 798 - ჯერ
