ხარაგაულის „ჩხერიმელამ“, გაგრის „გაგრა“ 1:0 დაამარცხა

28 მარტს ხარაგაულის სოსო და მურთაზ აბაშიძეების სახელობის სტადიონზე, საფეხბურთო გუნდმა „ჩხერიმელამ“, გაგრის „გაგრას“უმასპინძლა და ანგარიშით 1:0 დაამარცხა. თამაშის მე-12 წუთზე „ გაგრის“ კარში გოლი გიორგი ცაგარეიშვილმა გაიტანა. ამ გამარჯვებით, საფეხბურთო გუნდმა „ჩხერიმელამ “ სატურნირო ცხრილში პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა .
„ჩხერიმელა“ შემდეგ შეხვედრას 4 აპრილს ხობის მუნიციპალიტეტში ხობის ,,კოლხეთთან“ გამართავს.
30 მარტი 2016
ნანახია: 674 - ჯერ
