{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 45 000 ლარი მაცხოვრის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობის ფონდში გადაირიცხება

    მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის მშენებლობის დასრულებისთვის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბიუჯეტიდან 45 ათასი ლარი გამოიყოფა. აღნიშნულთან დაკავშირებით სსპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ გადაწყვეტილება რეკომენდაციის სახით მიმდინარე წლის 30 მარტს მიიღო. შეგახსენებთ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის ფინანსური დახმარების გაწევის მიზნით  შუამდგომლობით  სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიმართა. აღნიშნული შუამდგომლობა სრულყოფილად შეისაწავლა, როგორც რელიგიის საკითხთა სააგენტომ ისე „რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელ სარეკომენდაციო  კომისიამ“. მათი საბოლოო დადგენილებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტს მიეცა საშუალება, რომ ტაძრის მშენებლობის დახმარებისთვის ბიუჯეტიდან საჭირო თანხა გამოიყოს. თანხა გადაერიცხება მარგვეთისა და უბისის ეპარქიას, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ შემდგომი მონიტორინგის უზრუნველყოფით.  (თანხა გათავლაისწინებულია ხარაგაულში მაცხოვრის შობის  ტაძარის გუმბათისპირა თაღებისა და ფრთების, აგრეთვე გუმბათის ყელის მოსაწყობი სამუშაოებისთვის). სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფოს აღნიშნული რეკომენდაცია 2016 წლის 30 მარტით არის დათარიღებული.

     

    1 აპრილი 2016

    ნანახია: 598 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი