{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ლაგოდეხის ღია პირველობაში ხარაგაულელმა სპორტსმენებმა 7 ოქროს მედალი მოიპოვეს

    27 ივნისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, კობა ლურსმანაშვილი,  კუნგ-ფუ სანდოში (მწვრთნელი ზვიად კურტანიძე) ლაგოდეხის ღია პირველობაში გამარჯვებულ ხარაგაულელ სპორტსმენებს შეხვდა. ტურნირში მონაწილეობა 11 სპორტსმენმა მიიღო, აქედან 7 მათგანი ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა. ორმა სპორტსმენმა ვერცხლის, ხოლო ერთმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი თოთოეულ ახალგაზრდა სპორტსმენებს პირადად გაეცნო და მათ წარმატებები მიულოცა.

    კობა ლურსმანაშვილი: ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტი და ადგილობრივი თვითმმართველობა ყოველთვის დაუდგება გვერდით თქვენნაირ წარმატებულ ახალგაზრდებს. თქვენ ნამდვილად ხარაგაულის საამაყო შვილები ხართ. მადლობა იმ წვლილისათვის, რაც ხარაგაულის სპორტის განვითარებისთვის გააკეთეთ.ხარაგაული ტრადიციული მუნიციპალიტეტია, სადაც სპორტის ინდივიდუალურ მიმართულებებში ყოველთვის გამორჩეული სპორტსმენები გვყავდნენ. ვფიქრობ,  სპორტის ამ სახეობაში მომავალშიც სახელოვანი სპორტსმენები გაიზრდებიან.  წარმატებებს გისურვებთ ბავშვებო“ - აღნიშნა მუნიციპალიტეტის გამგებელმა.

    კობა ლურსმანშვილმა დიდი მადლობა გადაუხადა მწვრთნელს ზვიად კურტანიძეს და  აღნიშნა, რომ ის ნამდვილად აფასებს მწვრთნელების  საქმიანობას.

    ,,ჩვენი მხრიდან ნამდვილად არასაკმარისი თანხები იხარჯება თქვენი სპორტის სახეობის მიმართულებით. ვფიქრობ, სახსრებიც უნდა გაიზარდოს და მეტი ხელშეწყობა უნდა იყოს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ  სპორტსმენების პირობები გავაუმჯობესოთ. ვიზრუნებთ, რომ მათგან სახელოვანი სპორტსმენები გამოვიდნენ.“ 

    ახალგაზრდებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის  სახელით წარმატების სიგელები გადაეცემათ.

    კობა ლურსმანაშვილი:  „ჩვენ გვინდა ახალგზარდებს მხარდაჭერა გამოვუხატოთ. მათი წარმატება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სამომავლოდ, როდესაც ა(ა)იპ  „სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალურ ცენტრს“ დავუმტკიცებთ  ბიუჯეტს მასში ჩავშლით თითოეული სპორტის სახეობის ხარჯებს და აღარ იქნება ხარჯების საერთო  ფონდი. ვფიქრობ, მუშაობისთვის ასე უფრო ეფექტური იქნება.“

    როგორც შეხვედრაზე ითქვა, კუნგ-ფუ სანდას სეზონი 10 ივლისს მთავრდება. რამდენიმე დღეში სპორტსმენები ქალაქ  ბათუმში  საერთაშორისო შავი ზღვის თასის ჩემპიონატზე მიემგზავრებიან. ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად სპორტსმენებს  360 ლარი ესაჭიროებათ. აღნიშნულ თანხაში შედის გზისა და კვების ხარჯები. მუნიციპალიტეტის გამგებელი, კობა ლურსმანაშვილი, ახალგაზრდებს ფინანსურ დახმარებას დაპირდა.

     

    27 ივნისი 2016

    ნანახია: 1314 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი