{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • „ვეფხისტყაოსნის“ ახალი წიგნი კალმითა და მელნით დაიწერება


    დიდი ქართველი პოეტისა და მოაზროვნის შოთა რუსთაველის საიუბილეო ( 850) წელთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით ხორციელდება პროექტი სახელწოდებით „სჯობს სახელისა მოხვეჭა, ყოველსა მოსახვეჭელსა“. პროექტი ბევრ სხვა ღონისძიებასთან ერთად ითვალისწინებს ხელნაკეთის წიგნის-„ვეფხისტყაოსნის“ შექმნას.
    პროექტის მიხედვით „ვეფხისტყაოსნის“ ყველა სტროფი ხელით გადაიწერება საუკეთესო ხელმწერების მიერ. სხვადასხვა ასაკისა, პროფესიის, საერო და სასულიერო პირების მონაწილეობით. ერთი ადამიანი დაწერს მხოლოდ ერთ სტროფს. გადამწერის სახელი და გვარი დაფიქსირდება წიგნში და მას ისტორია შემოინახავს. ყველა მუნიციპალიტეტში შეირჩევა ორმოცამდე საუკეთესო ხელმწერი.
    „ვეფხისტყაოსნის“ ახალი წიგნი კალმითა და მელნით დაიწერება. მისი შექმნის თანამონაწილე სულ 1662 ადამიანი იქნება, რომელიც საქართველოს ყველა კუთხეს შეაკავშირებს.
    ვეფხისტყაოსნის გადაწერა უკვე მიმდინარეობს, პროექტში მონაწილეობის მსურველები უნდა დაუკავშირდნენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს.

     

    28 ივნისი 2016

    ნანახია: 1832 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი