{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ხარაგაულის კულტურის ცენტრთან არსებულ საბავშო თეატრის პირველი გასტროლი წარმატებით დასრულდა

     

     

    ხარაგაულის კულტურის ცენტრთან არსებულ საბავშო თეატრის პირველი გასტროლი წარმატებით დასრულდა.  თეატრმა თბილისში გამართულ მოსწავლეთა და სტუდენტთა სამოყვარულო თეატრების  ფესტივალში „თბილისი 2015“ -ი   მიიღო მონაწილეობა.

    ფესტივალში,  ხარაგაულის საბავშვო თეატრი ( რეჟისორი ირინე ჩხეიძე) სპექტაკლით „სათაგური“ წარსდგა და  ფესტივლის გამარჯვებულად დასახელდა.

    ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე  თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძე გახლდათ, ჟიურის წევრები - კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი, ქორეოგრაფი ცისო კობახიძე, რეჟისორი გოგა გეგელია, დრამატურგი ვაჟა პაპასკირი, მსახიობი ნანა ხურითი.

    ფესტივალის საორგანიზაციო  კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ ბუცხრიკიძემ, აღნიშნა რომ ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის მიერ წარმოდგენილმა საბავშვო სპექტაკლმა ჟიურის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

    ირინე ჩხეიძე: „ჩვენი თეატრი, როგორც ხარაგაულელმა ისე თბილისელმა მაყურებელმა თბილად მიიღო. ბავშვები  ეფექტურად წარსდგნენ მაყურებლისა და ჟიურის წინაშე.  რაც მთავარია, მათ სცენაზე დგომის უფრო მეტი  გამოცდილება მიიღეს და იმედი მაქვს, რომ ისინი მომავალშიც არაერთხელ ასახელებენ ხარაგაულს"  - განაცხადა ირინე ჩხეიძემ.

     

     

     

     

    8 აპრილი 2015

    ნანახია: 542 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1210
    3.5302
    4.1447
    4.2381
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი