{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • აღდგომის დღესასწაულზე ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთჯერადი მატერიალური დახმარებები გაიცემა

     

    აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ადგილობრივი ბიუჯეტიდან  სოციალურად დაუცველ და მძიმე ეკონომიკური პირობების  მქონე  ოჯახებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარებები გაიცემა.  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსახურიდან მოპოვებული ინფორმაციით, ერთჯერადი  მატერიალური დახმარება  გაეწევათ ასევე 9 აპრილის მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულ - ორ მოქალაქეს, თითოეულს  გადაეცემა -300 ლარი.

    აღდგომის დღესასწაულისათვის სოციალურად დაუცველ და მძიმე ეკონომიკური პირობების  მქონე  ოჯახებზე მატერიალური დახმარების სახით ადგილობრივი ბიუჯეტიდან სულ-  8 250 ლარი გაიცემა.  დახმარებას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები-  165 ოჯახი მიიღებს, თითოეულ ოჯახს- 50 ლარი ჩაერიცხება. აღნიშნული  ფულადი დახმარება  დევნილებზე, უკიდურესად გაჭირვებულ და მარჩენალ დაკარგულ სოციალურად დაუცველ ოჯახებზე გაიცემა.

    ასევე ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულ ოჯახებზე, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო არ არიან ჩართულები სახელმწიფო პროგრამაში. ომში დაღუპულთა ოჯახებს გადაეცემათ ფულადი თანხა, თითოეულს 200 ლარის ოდენობით. 

    8 აპრილი 2015

    ნანახია: 648 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1210
    3.5302
    4.1447
    4.2381
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი