{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პასუხი ქეთევან ზუმბაძეს

     

    დღეს, ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ვარლამ (ტატო) თავზარაშვილმა პარტიის სახელით განცხადება გააკეთა.  მან დამოუკიდებელ გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ 18 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებულ ქეთევან ზუმბაძის სტატიას,  „პასუხი ცრუ ბრალდებებზე“ უპასუხა. გაზეთ „ჩემ ხარაგაულში“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ქეთევენ ზუმბაძე ვარლამ თავზარაშვილსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს  ნეპოტიზმსა  და მოსახლეობის მიმართ დაპირებების შეუსრულებლობაში სდებს ბრალს. როგორც ქეთევან ზუმბაძე აღნიშნავს, მას სტატიის დაწერა 2015 წლის 7 სექტემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მომხდარმა დაპირისპირებამ გადააწყვეტინა. ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ვარლამ თავზარაშვილი  ქეთევან ზუმბაძეს პასუხობს და „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრებს მათი წარსული საქმიანობის გადახედვისა და მიმდინარე მოვლენების ობიექტურად შეფასებისაკენ მოუწოდებს.

    უცვლელად გთავაზობთ განცხადების ვიდეოჩანაწერს

      

    23 სექტემბერი 2015

    ნანახია: 863 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი