{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • პროექტის პრეზენტაციას ხარაგაულის ისტორიული  მუზეუმში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ

    11 ოქტომბერს ხარაგაულის ისტორიული მუზეუმში „მუზეუმის რენოვაციის“ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსმა მეცნიერ თანამშრომელმა, ნინო სულავამ და არქიტექტორ დიზაინერმა ნინო ოქრუაშვილმა, დამსწრე საზოგადოებას  რეგიონული მუზეუმების რეკონსტრუქციის პროექტი წარუდგინეს. შეხვედრას  მუზეუმში, ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ებანოიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე  და  მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე პაატა გოგოლაძე ესწრებოდნენ. საქართველოს ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლებმა  კონკრეტულად ისაუბრეს იმ საკითხებზე, თუ როგორი უნდა იყოს რეგიონული მუზეუმი  XXI საუკუნეში, როგორ უნდა შეესაბამდებოდეს იგი თანამედროვე სტანდარტებს. 

    ,, რეგიონული მუზეუმების - თანამედროვე მუზეუმების სტანდარტზე გადასვლა,  არამარტო საექსპოზიციო სივრცის, არამედ თავად მუზეუმის მუშაობის რენოვაციასაც გულისხმობს. აუცილებელია მოწესრიგდეს ფონდები. შენობა მთლიანად მოითხოვს საგანგებო გადაგეგმარებას. მნიშვნელოვანი სამუშაოები იქნება ჩასატარებელი. მუზეუმების განახლება თავისთავად გულისხმობს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას“ - განაცხადა შეხვედრაზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ თანამშრომელმა ნინო სულავამ.

    არქიტექტორ-დიზაინერმა ნინო ოქრუაშვილმა პროექტის ძირითად დეტალებზე ისაუბრა : „თანამედროვე სტანდარტებს მისადაგებულ მუზეუმებში უნდა იყოს კაფე, სამკითხველო დარბაზი.  შესასვლელი აუცილებლად უნდა იყოს მორგებული სამუზეუმო სივრცეს, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანია იყოს საინფორმაციო სივრცე, რომლის მეშვეობითაც ტურისტს საშუალება ექნება თავად უზრუნველყოს საკუთარი თავის მეგზურობა მუზეუმში, სადაც ის იმყოფება. აუცილებელია სპეციალური განათება, თუ ჩვენ არ გვეცოდინება, ამა თუ იმ ექსპოზიციაზე ან ნახატზე როგორი სანათები გამოვიყენოთ, ამით შეიძლება ექსპონატი დაზიანდეს. უნდა დავიცვათ ტენიანობის დონე, ანუ მუზეუმში აუცილებელია იყოს კონდიცირება. აუცილებელია მუზეუმში იყოს კამერები, უსაფრთხოების მიზნით. დამთვალიერებლებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს  ინტერნეტი, ტელევიზია და სხვა და სხვა“.  

    პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობს ხარაგაულის ისტორიული  მუზეუმის დირექტორი, ქალბატონი  ნინო დიდიძე: „ძალიან მნიშვნელოვანია, ხარაგაულში იყოს ასეთი სტანდარტების მქონე მუზეუმი. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროექტი დადებითად შეაფასეს. მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ვფიქრობთ, რომ  აუცილებლად შევჯერდებით, რათა ხარაგაულის ისტორიული  მუზეუმის რეკონსტრუქცია მოხდეს“.    

    შენობის აზომვითი სამუშაოები ჩატარებულია. ხარაგაულის  ისტორიული მუზეუმის  შენობის  მდგარდობაზე ანალიზი ჩატარებულია. უკვე გამოკვლეულია და დადასტურებული, რომ გადაგეგმარებისთვის   შენობა ნორმალურ მდგომარეობაშია.

     

    12 ოქტომბერი 2015

    ნანახია: 650 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0811
    3.5183
    4.2162
    4.0213
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი