{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ხარაგაულში ეროვნული გმირი გაიხსენეს

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბორითთან მომხდარი ტრაგიკული შემთხვევიდან 26 წელი გავიდა. 1989 წლის 13 ოქტომბერს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ტრაგიკულად დაიღუპა საქართველოს ეროვნული გმირი, ეროვნული მოძრაობის ლიდერი მერაბ კოსტავა.

     დღეს, სოფელ ბორითთან, მერაბ კოსტავას გარდაცვალების ადგილზე, საქართველოს ეროვნული გმირის მეგობრები და მისი იდეის ერთგული ადამიანები შეიკრიბნენ. ეროვნული გმირის მემორიალთან გამართულ ღონისძიებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი, ნოდარ ებანოიძე, გამგებელი კობა ლურსმანაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.მერაბ კოსტავას მემორიალთან დღეს საქართველოს კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე ზვიად ძიძიგურიც იმყოფებოდა, რომელმაც მერაბ კოსტავას მემორიალი პარტიის სახელით გვირგვინით შეამკო. მერაბ კოსტავა გაიხსენა და მისი სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღავლინა მამა მირიანმა( სამხარაძე).

    მერაბ კოსტავას ღვაწლსა და დამსახურებაზე ისაუბრა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა - ,,ჩვენ ერთდროულად  დამწუხრებულნიც ვართ დღეს და ამაყებიც.  ვამაყობთ მისი ცხოვრებით და იმ უდიდესი წვლილით, რომელიც მერაბმა  საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში შეიტანა. მისი სპეტაკი სულისთვის პატივის მიგება თითოეულ ჩვენგანს აამაღლებს. მერაბ კოსტავამ თავისი ცხოვრებით და მოღვაწეობით დაიმკვიდრა თავი საქართველოს ისტორიაში  და საკუთარი სახელი თავადვე უკვდავყო.“

     ამ დღეს, სპეციალურად თბილისიდან ჩამოვიდნენ და მერაბ კოსტავას ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის(დირექტორი მამა მირიან(სამხარაძე) აღსაზრდელებმა. საქართველოს ეროვნულ გმირს საკუთარი ლექსები მიუძღვნა პოეტმა ქალბატონმა, თინათინ მღვდლიაშვილმა. მერაბ კოსტავასადმი მიძღვნილ ლექსებზე დაწერილი სიმღერები შეასრულა ხარაგაულის კულტურის სახლთან არსებულმა ვაჟთა ფოლკლორულმა ანსამბლმა „უბისმა“. საინტერესო ფოლკლორული ნომრები წარმოადგინა თამარ მეფის სახელობის სკოლა-პანსიონის ვაჟთა ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,არსიანი“.

    მერაბ კოსტავას სახელის გახსენების და პატივგების შემდეგ სტუმრებმა ეროვნული გმირის სახელობის სკვერში გადაინაცვლეს. კობა ლურსმანაშვილმა მერაბ კოსტავას მემორიალთან შეკრებილ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა მობრძანებისათვის.

       

     

    13 ოქტომბერი 2015

    ნანახია: 823 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი