სხდომაზე 2 ნოემბრის საკრებულოს დღის წესრიგი დამტკიცდება
19 ოქტომბერს, ხარაგაულის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება. სხდომაზე, საკრებულოს ბიუროს წევრები 2 ნოემბრის საკრებულოს დღის წესრიგს დაამტკიცებენ. სხდომაზე, შემდეგ საკითხებს განიხილავენ:
1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ;
მომხს: ირინა ჩხეიძე
თანამომხს: მარინე ვეფხვაძე
2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2015 წლის ბიუჯეტის
ცხრა თვის შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია;
მომხს: ვლადიმერ გელაშვილი
თანამომხს: ვარლამ ჭიპაშვილი
3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებზე მატერიალური დახმარების კუთხით გაცემული ფინანსური დახმარების ათვისების შედეგების შესახებ ინფორმაცია;
მომხს: გივი თხელიძე
4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამარტივებული შესყიდვების შესახებ გამგებლისათვის მიცემული თანხმობის შესახებ მიღებული განკარგულებების
შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია;
მომხს: შალვა ლურსმანაშვილი
15 ოქტომბერი 2015
ნანახია: 401 - ჯერ

