{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • 2016 წელს განსახორციელებელი პროექტები კობა ლურსმანაშვილმა გამგებლის წარმომადგენელებს სამუშაო თათბირზე გააცნო

    2016 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება. მომავალ წელს, საბავშვო ბაღები აშენდება სოფელ მოლითში,ხევში, ღორეშასა და წიფაში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება დაბის N2 საბავშვო ბაღს, რაც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას გაცილებით მეტი აღსაზრდელის მიღების შესაძლებლობას მისცემს. აღნიშნული პროექტები რეგიონალური განვითარების ფონდიდან დაფინანსდება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტს რეგიონალური განვითარების ფონდში დასაფინანსებლად 8 პროექტი აქვს წარდგენილი. დასაფინანსებელი პროექტები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა გამგებლის წარმომადგენელებს სამუშაო თათბირზე გააცნო.
    ეს პროექტებია:
    1.უბისა-ღორეშის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია - 1,200,000 ათასი ლარი.
    2. ზვარის ახალგაზრდული ბანაკის მოწყობა - 591,000 ათასი ლარი. პროექტის ფარგლებში მოხდება ყოფილი პიონერთა ბანაკის 2 სართულიანი შენობის სრული რეაბილიტაცია 80 მოსარგებლეზე, მოეწყობა ეზო , ღობე და კომუნიკაციები.
    3. დაბის №2 , მოლითის, წიფის, ღორეშის, ხევის საბავშვო ბაღებისათვის შენობების რეაბილიტაცია და სოფელ ვახანის საბავშვო ბაღში მეორე ჯგუფისათვის მიშენების მოწყობა - 350,000 ლარი.
    4.ზვარის ახალგაზრდული ბანაკისათვის ინვენტარის შეძენა - 200,000 ათასი ლარი. (პროექტის ფარგლებში 100 ადამიანისათვის შეძენილი იქნება: საწოლები, კედლის კარადები და ტუმბოები, მაგიდები და სკამები, მაცივარი, გაზის ღუმელი, სარეცხი მანქანა, ტელევიზორები, პროექტორი და ეკრანი, ფოტოაპარატი, ვიდეო კამერა და სხვა..)
    5.გზის დამცავი კედლების მოწყობა - 140, 000 ათასი ლარი.
    პროექტის განხორცილებით მუნიციპალიტეტის 12 ობიექტზე განხორცილედება საყრდენი კედლების გამაგრება. პროექტის ფარგლებში მოეწყობა 400 კბმ დამცავი კედელი.
    6. სოფელ გედსამანიის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია - 300, 000 ათასი ლარი.
    რეაბილიტაციის პროცესში განსაზღვრულია გზის ვაკისის მოსწორება, სანიაღვრე არხების მოწყობა, გზის ზედაპირის საფარის მოწყობა ქვიშა - ხრეშოვანი ბალასტით. გზის რთულ და პრობლემურ ადგილებში მოეწყობა ბეტონის საფარი, ცხაური და მილ-ხედები.
    7. ზვარის ახალგაზრდული ბანაკის გზის რეაბილიტაცია - 101, 000 ათასი ლარი.
    8. ხარაგაული-ბაზალეთის გზის რეაბილიტაცია ( II ეტაპი) – 287,000 ათასი ლარი.
    ხარაგაულში 2016 წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 3 მილიონ 169 ათასი ლარი დაიხარჯება.
    მომავალი წლის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა განმარტა, რომ ზვარის ახალგაზრდულ ბანაკის აღდგენის პროექტს მომხრეებთან ერთად მოწინააღმდეგებიც ჰყავს. ,,ინტერესდებინ რით შეინახავს თავს ეს ბანაკი. ჩენ გვყავს სხვადასხვა ა(ა)იპ-ები კულტურის და ტურიზმის მიმართულებით, რომლებიც თავიანთი დაფინანსების ფარგლებში მოემსახურებიან აღნიშნულ კომპლექსს, სადაც 500-ზე მეტი ბავშვი შეძლებს დასვენებას “- აღნიშნავს კობა ლურსმანაშვილი.
    ,,ხშირად ისმის კრიტიკა საზოგადოებრივ სახლთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს ორი საზოგადოებრივი სახლი ხევსა და ღორეშაში, საზოგადოებრივი სახლი შენდება კიცხის ადმინისტრაციულ ცენტრში. მოლოდინები მაქვს, რომ 2017 წლისათვის მოლითშიც განთავსდება ასეთივე სახლი. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში არც ერთი საზოგადოებრივი ცენტრი არ ფუნქციონირებს. ხარაგაულში სულ მალე განხორციელდება 1 მილიონ ექვსასი ათასი ლარის ღირებულების პროექტი. დაიწყება საავადმყოფოს ახალი კომპლექსის მშენებლობა, გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია ,,მშენებელი 2004“, რომელიც სამშენებლო სამუშაოებს მალე დაიწყებს. ძალიან დიდი როლი მიუძღვის აღნიშნული პროექტის განხორცილებაში ბატონ დავით სერგეენკოს და მთავარი სიტყვა ეკუთვნის პრემიერ-მინისტრს, რომელმაც ამბულატორიის გახსნის დღეს დავალება მისცა შესაბამის უწყებას უზრუნველეყო 1 მილიონ ექვსასი ათასი ლარის ღირებულების პროექტის განხორციელება ხარაგაულში.“
    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა განმარტა, რომ 2016 წელს ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტი სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ორიენტირებული იქნება წყლის და გზის პრობლემებზე. „ჩვენ მრავალწლიანი უწყლობის პრობლემას უკან მოვიტოვებთ“- აღნიშნა გამგებელმა.
    თათბირზე კობა ლურსმანაშვილი „სოფლის მხარადამჭერი პროგრამის“ ფარგლებში, შესასრულებელ პროექტთა ჩამონათვალს პირადად გაეცნო. გამგებლის წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან ერთად შეარჩიეს ის პრობლემატური საკითხები, რომელიც მომავალ წელს „სოფლის მხარდამჭერი პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად გადაიჭრება.

     

    15 ოქტომბერი 2015

    ნანახია: 698 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი