{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, კობა ლურსმანაშვილი საინფორმაციო ვებ გვერდ „ქუთაისიპოსტის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალას ეხმიანება

    რამდენიმე დღის წინ, „ქუთაისიპოსტის“ ჟურნალისტები ხარაგაულს სტუმრობდნენ. მათ ხარაგაულის ქუჩებში მოსახლეობა გამოკითხეს, რომლებიც ხარაგაულში ნეპოტიზმის რამდენიმე შემთხვევაზე საუბრობენ.

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, კობა ლურსმანაშვილი საინფორმაციო ვებ გვერდ „ქუთაისიპოსტის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალას „აქ ყველა ყველას ნათესავია“ - ნეპოტიზმის ფაქტები ხარაგაულში“  ეხმიანება.    

    ,,რამდენიმე დღეა,რაც  პრესაში ტრიალებს თემა ხარაგაულში  არსებულ ნეპოტიზმზე. რომელ ნეპოტიზმზეა საუბარი ჩემთვის გაუგებარია. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის ოჯახის წევრები ხარაგაულში არ ცხოვრობენ და ვინც ცხოვრობს, ვერავინ იტყვის  რომ ისინი ნათესაური გავლენით არიან დასაქმებული. ხელჩასაჭიდი,რომ ვერავინ აღმოაჩინეს თქვეს ბავშვის ნათლია ჰყავს დასაქმებულიო. სირცხვილია, როცა ასეთ განცხადებებს აკეთებენ პროფესიონალი კაცის მიმართ. საუბრობენ ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის მეუღლეზე, რომელიც გამგებლის მოადგილე იყო. ამ კუთხით, რომ რაიმე უხერხულობა არ შექმნილიყო, ამიტომ მოხდა მისი გადანაცვლება ა(ა)იპ ,,ხარაგაულკეთილმოწყობის“ დირექტორის თანამდებობაზე. მეუღლეობა დანაშაული არ უნდა იყოს. რა ქნას ადამიანმა, რახან საკრებულოს თავმჯდომარის მეუღლეა გაქრეს?  დავით გელაშვილი, თურმე იმიტომ დანიშნულა ერთ-ერთი ა(ა)იპ ის ხელმძღვანელად, რომ გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ვლადიმერ გელაშვილის ძმაა. დავით გელაშვილი არის წარმატებული სპორტსმენი და მენეჯერი და კარგად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. პაატა გოგოლაძის დამ საჯარო მოხელეთა კონკურსი წარმატებით გაიარა, იგი პროფესიით ბიოლოგია, რაც დღეს ცოტა დეფიციტური სპეციალობაა და, რადგან გამგებლის მოადგილის დაა არ უნდა მუშაობდეს?! ასევე ჩემი მოადგილის, დავით დევდარიანის მეუღლე, თურმე, საგანმანათლებლო რესურსცენტრში მუშაობს. კი ბატონო, მუშაობს, მაგრამ დაახლოებით 10 წელი იქნება, რაც ნათია კაციტაძე საგანმანათლებლო სისტემაშია დასაქმებული, სადაა ლოგიკა?! მკაცრი პოლიტიკა უნდა გაგვეტარებინა და  სამსახურში არ უნდა დაგვეტოვებინა  ის ადამიანები, ვისაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება აქვთ და წინა ხელისუფლების პერიოდშიც მუშაობდნენ?!  ჩვენ ასე არასოდეს მოვიქცევით და ამას არც მომავალში ვგეგმავთ. პროფესიული კუთხით ვუყურებთ ყველას მუშაობას. მიმაჩნია რომ ხარაგაულს დღეს ჰყავს ღირსეული გუნდი და ჩვენ ერთობლივად ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ“.

     

    15 ოქტომბერი 2015

    ნანახია: 1013 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი