მცირე გამავლობის ხიდის გაკეთებაზე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 5800 ლარი დაიხარჯა
15 ოქტომბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის დეპუტატმა ვარლამ ჭიპაშვილმა და გამგებლის წარმომადგენელმა თენგიზ ჭიპაშვილმა სოფელ ღარიხევში მცირე გამავლობის ხიდი დაათვალიერეს. სოფელ ღარიხევში, ბრუისის უბანში არსებული ძველი ხიდი, მოსახლეობის გადაადგილებისათვის საფრთხეს წარმოადგენდა. პროექტის ღირებულება 5800 ლარს შეადგენდა, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
16 ოქტომბერი 2015
ნანახია: 752 - ჯერ
