{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • 3 ნოემბერს ხარაგაულში, იმერეთის ინტელექტ–ჩემპიონატი „ეტალონი 2016“ -  ის შესარჩევი ტური გაიმართება

    15 ოქტომბერს, ხარაგაულში იმერეთის ინტელექტ–ჩემპიონატი  „ეტალონი 2016“–ის შესარჩევი კონკურსი გაიმართა.კონკურსში ხარაგაულის მუნიცპალიტეტის  25 საჯარო და ერთი კერძო, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლიდან, 113–მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.  საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა დავით კიკნაძენ მოსწავლეებს კონკურსის წესები გააცნო და მათ წარმატებები უსურვა. კონკურსში მონაწილეობას VIII - XII კლასის მოსწავლეები ღებულობდნენ. კონკურსანტებს ტესტის შესასრულებლად 1 საათი ჰქონდათ მიცემული. ტესტი 30 კითხვისაგან შედგებოდა, რომელიც  კონკურსანტებისათვის სპეციალურად „ეტალონის“ სამუშაო ჯგუფმა შექმნა.

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 3 ნოემბერს იმერეთის ინტელექტ-ჩემპიონატი  „ეტალონი 2016“, გაიმართება,  კონკურსში  შესარჩევ ტურში გამარჯვებული მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას. დავით კიკნაძის ინფორმაციით, თითოეული სკოლიდან  კონკურსში მხოლოდ ერთი მოსწავლე წარსდგება. იმ შემთხვევაში, თუ ერთი სკოლიდან რამდენიმე მოსწავლე  თანაბარი ქულას დააგროვებს,  მაშინ გამარჯვებულად ის გამოცხადდება ვისაც ტესტის შესასრულებლად შედარებით მცირე დრო დასჭირდა. შესარჩევი ტურის  შედეგები 19 ოქტომბერს გახდება ცნობილი.

    3 ნოემბერს, ხარაგაულში გამართული ინტელექტუალური კონკურსი  სოციალურ–საგანმანათლებლო მედიაპროექტ „ეტალონის“ პრინციპით ჩატარდება, კონკურს   შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ტექნიკური და შემოქმედებითი ჯგუფი ჩაატარებს. ხარაგაულის „ეტალონში“ გამარჯვებული მოსწავლე მონაწილეობას  2016 წლის 21 მაისს თბილისში, სპორტის სასახლეში გამართულ კონკურს „ეტალონი – 2016“–შიმიიღებს. კონკურსში ასევე, მონაწილეობას მიიღებს საქართველოს 82 ქალაქის, მუნიციპალიტეტის და გამგეობის ეტალონი მოსწავლეები და იქვე გამოვლინდება „საქართველოს 2015–2016 წლის ეტალონი მოსწავლე“. მათ შორის იქნება იმერეთის 12 „ ეტალონი“ მოსწავლე.

        

     

    16 ოქტომბერი 2015

    ნანახია: 611 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი