{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ვახანის მოსახლეობა 2016 წლის სოფლის პროექტებით დასაფინანსებელ პრიორიტეტებზე საუბრობს

     

    ვახანის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა, სადაც 2016 წელს „სოფლის მხარდამჭერი პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელ პროექტებზე ისაუბრეს. სოფელში რამდენიმე პრიორიტეტული თემა გამოყვეს, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი სოფელში არსებული გოგირდოვანი წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციაა. ვახანის ადმინისტრაციულ ერთეულში  გამგებლის წარმომადგენელი ზვიად არევაძე: „ვახანის მოსახლეობა წლების წინ სარგებლობდა გოგირდოვანი წყლით, იგი სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა, არის საშიშროება წყალი დაიკარგოს, რადგან მიმდებარე ტერიტორია მოუვლელია. მოსახლეობასთან შეთანხმებით ვაპირებთ მცირედი ინფრასტრუქტურა მოვაწყოთ იმ ადგილას სადაც წყალი ამოდის, რათა მოსახლეობამ კვლავ შეძლოს სამკურნალო წყლით სარგებლობა.“ 

    2016 წელს სოფელ ვახანის ცენტრში, ,,სოფლის მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში“,  სასმელი წყლის სისტემა მოეწყობა. ჭიქავეების უბანში კი, 2 კილომეტრიანი გზის გასწორება და  მოხრეშვა გამოყვეს პრიორიტეტად, ხოლო ლომსაძეების უბანში მოსახლეობას სარიტუალო მომსახურებისთვის ჭურჭელის შეძენა სურს.

    სოფელ სერბაისში მოსახლეობა სანიაღვრე არხების მოწყობას ითხოვს, ასევე მათთვის პრიორიტეტულია გამოყოფილი თანხით სოფელში არსებული წყაროს მიმდებარე ტერიტორია გადახურონ და მოაპირკეთონ.

    სოფელ ზედუბანში შეკრებილმა მოსახლეობამ ცხადაძეებისა და კოპინაშვილების უბნებში 500 მეტრიანი გზის მოსწორებასა და ადგილობრივი გრუნტით  მოხრეშვის აუცილებლობაზე ისაუბრა.   ცხადაძეების უბანში მოსახლეობას სარიტუალო მომსახურებისთვის ინვენტარის შეძენა სურს. სოფლის მოსახლეობამ განსაკუთრებული ყურადღება სანიაღვრე არხების მოწყობაზე გაამახვილა.

    „სოფლის მხარდამჭერი პროგრამის“ ფარგლებში ვახანის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე წელს 23 000 ლარი დაიხარჯა. 

     

     

    16 ოქტომბერი 2015

    ნანახია: 606 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი