{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  •  

    წ ე ს დ ე ბ ა

     

    მუხლი1. ზოგადი დებულებანი


    სააღმზრდელო_საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლებრივი სტატუსი
    1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება არის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული)იურიდიული პირი,რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს საგანმანათლებლო,აღმზრდელობით,შემოქმედებით,სულიერ,ზნეობრივ საქმიანობას და წარმოადგენს მუნიციპალიტეტში არსებული სკოლამდელი დაწესებულების ადმინისტრაციულ გაერთიანებას:

    2. სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება თავის საქმიანობას წარმართავს ,,საქართველოს კონსტიტუციის’’, საქართველოს განათლების შესახებ კანონის’’, სხვა ნორმატიული აქტებისა და ამ წესდების შესაბამისად;

    3. ამ წესდებით დადგენილი მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებას აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა,იგი საკუთარი სახსრებით იძენს უფლებებს მოვალეობებს, საქართველოს კანონისა და ამ წესდების საფუძველზე უფლებამოსილია გამოიყენოს და განკარგოს მასზე რიცხული ქონება და ფინანსური სახსრები,გადაწყვიტოს მის კომპეტენციაში შემავალი ყველა საკითხი,დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ;

    4. დაწესებულებას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საანგარიშწორებო და სხვა ანგარიშები შესაბამის საბანკო დაწესებულებებში, ბეჭედი,შტამპი, ემბლემა და (არასამეწარმეო არაკომერციული)იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები, ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტის ანგარიშზე.
    5. სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების იურიდიული მისამართია; დაბა ხარაგაული,სოლომონ მეფის ქ.#8, ტელ; 22-11-60
    6. სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების წესდებას ამტკიცებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო.


    Mმუხლი2. სკოლამდელი დაწესებულების ტიპი და მუშაობის შინაარსი
    1. სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება არის საგანმანათლებლო –სააღმზრდელო დაწესებულება, რომელიც ერთდროულად ასრულებს ბაგისა და საბავშვო ბაღის სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროგრამებს 1 წლიდან სასკოლო ასაკის მიღწევამდე.
    2. სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების ფუნქციონირება ნებადართულია სახელმწიფო მოთხოვნათა დაცვით აგებულ კაპიტალურ ან შეგუებულ შენობებში,რომლებიც აკმაყოფილებენ სკოლამდელი დაწესებულებისათვის საჭირო ყველა მოთხოვნებს:
    3. ჯგუფების დაკომპლექტება;
    1-2 წელი არაუმეტეს 15 აღსაზრდელისა
    2-3 წელი არაუმეტეს 20 აღსაზრდელისა
    3-4 არაუმეტეს 25 აღსაზრდელისა
    საშუალო ჯგუფი 4-5 --არაუმეტეს 30 აღსაზრდელისა
    უფროსი ჯგუფი-- არაუმეტეს 35 აღსაზრდელისა
    შერეული ჯგუფი –არაუმეტეს 20 აღსაზრდელისა
    4. სამუშაო დღის ხანგრძლივობა 9.30 სთ
    5. კვება სამჯერადი
    6. კვების უზრუნველყოფა ხორციელდება სახელმწიფოს მიერ
    ხარაგულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება აერთიანებს ხარაგაულის ტერიტორიაზე განთავსებული ყველა სკოლამდელ დაწესებულებას (დაბის #1, დაბის #2, ბორითის, ვერთყვიჭალის, ხუნევის, კიცხის, წყალაფორეთის მოლითის,ხევის);

    Mმუხლი 3. Mმიზანი, ფუნქციები და საქმიანობა საგანი
    1. სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების მიზანია; მოამზადოს ბავშვი სკოლისათვის. სფუძველი ჩაუყაროს მისი აზროვნების, ემოციური სამყაროს და ნებისყოფის ფორმირებას, მისი ფიზიკურ, გონრბრივ, ზნეობრივ და ესთეტიკურ აღზრდას, სხვისი აზრისა და საკუთრების პატივისცემას, ეროვნული პატრიოტული სულისკვეთების აღზრდას, ჰუმანური, შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბებას, მოზარდის სიცოცხლის დაცვას, ჯანმრთელობის განმტკიცებას, სწორი საგანმანათლებო პროცესის წარმართვას, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. ოჯახთან ურთიერთკავშირის დამყარება და მათთვის დახმარების გაწევა;


    მუხლი 4. სააღმზრდელო-საგანმანათლებო პროცესის ორგანიზაცია
    1. სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების სააღმზრდელო- საგანმანათლებლო პროცესი უნდა უზრუნველყოფდეს შესაბამისი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროგრამის შესრულებას;
    2. სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზაციის ფორმები აისახება დაწესებულების შინაგანაწესში, რომელსაც, პედაგოგიურ კოლექტივთან შეთანხმებით ამტკიცებს დირექტორი;
    3. სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებას უფლება აქვს მოწინავე გამოცდილებისა და ეროვნულ-პატრიოტული მიზნების გათვალისწინებით შექმნას საკუთარი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროგრამა,რომელსაც საკრებულოსთან შეთანხმებით ამტკიცებს დაწესებულების დირექტორი;
    4. სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების შინაგანაწესში დაწვრილებით უნდა აისახოს დაწესებულებაში აღსაზრდელთა მიღებისა და გარიცხვის პირობები,საკუთარი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო რეჟიმი,კვების საფასურის ოდენობა და გადახდის წესი.
    5. Dდირექტორი ვალდებულია,აღსაზრდელის დაწესებულებაში მიღებამდე მშობელს(კანონიერ წარმომადგენელს) გააცნოს დაწესებულების შინაგანაწესი.

    Mმუხლი 5. სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების უფლება-მოვალეობანი სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებას უფლება აქვს;

    1. წარმართოს თავისი საქმიანობა დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვით საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო(შემოწირულობანი,მშობელთა შემონატანი და სხვა) დაფინანსების ფარგლებში;
    2. აწარმოოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ყველა სკოლამდელი დაწესებულების საფინანსო-ეკონომიური საქმიანობის აღრიცხვა;
    3. შეიმუშაოს და განახორციელოს სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროგრამა და განახორციელოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ (დაქვემდებარებული) სკოლამდელ დაწესებულებებში;
    4. ითანამშრომლოს საქართველოს ტერიტორიაზე და საზღვარგარეთ არსებულ სკოლამდელ დაწესებულებებთან.
    5. Dდანერგოს სკოლამდელი დაწესებულებისა და ოჯახის ოპტიმალური ურთიერთობის ფორმები.
    6. სკოლამდელი დაწესებულებისა და სკოლის სასწავლო პროგრამების მემკვიდრეობითობის პრინციპიდან გამომდინარე ითანამშრომლოს სკოლასთან;
    7. მოიძიოს დაფინანსების დამატებითი საშუალებები (მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში);
    8. მოაწყოს, თავად გამართოს და მონაწილეობა მიიღოს კომერციულ ან საქველმოქმედო ღონისძიებებში.
    9. დაადგინოს მატერიალური წახალისების ფორმები;
    10. შეიმუშაოს სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების შინაგანაწესი;
    11. მოთხოვნათა შესაბამისად განსაზღვროს მცირე ასაკობრივი ჯგუფების შექმნა;
    12. უზრუნველყოს გაწეული საქმიანობის ანგარიშების წარმართვა;

    სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება ვალდებულია:

    1. Dდაიცვას ბავშვის სიცოცხლე და ჯანმრთელობა;
    2. არსებული დაფინანსების პირობებში უზრუნველყოს ბავშვთა სრულფასოვანი კვება:
    3. იზრუნოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებაზე:
    4. იზრუნოს აღმზრდელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე:
    5. იზრუნოს შრომის შინაგანაწესისა და დღის რეჟიმის დაცვაზე:
    6. წარმართოს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი, მოწინავე გამოცდილებისა და თანამედროვე მოთხოვნებიდან გამომდინარე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
    7. შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობიდან და დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები.
    8. Dდაიცვას დადგენილი სტანდარტები:
    9. Mმოამზადოს და ჩაატაროს სემინარები, მეთოდური ლექციები, საზეიმო დილები
    10. Mმონაწილება მიიღოს კულტურულ ღონისძიებებში.
    11. იზრუნოს ახლებური ტექნოლოგიებისა და მუშაობის თანამედროვე ფორმების დანერგვასა და რეალიზაციაზე.
    12. Uუზრუნველყოს ბავშვთა სოციალური და ფსიქოლოგიური კლიმატის შექმნა და ამ გარემოში მათი ადაპტაცია.

    Mმუხლი 6. სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების მართვა
    1. სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ხარაგაულის საკრებულო;
    2. ბაგა-ბაღის დირექტორი;
    Aა) დირექტორი საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად, მასავე ეკისრება წარმომადგენლობაყველა ინსტანციაში. დირექტორი პასუხს აგებს სკოლამდელ დაწესებულებათაგაერთიანების საქმიანობის სწორად წარმართვაზე, ბავშვის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვაზე;
    Bბ) დირექტორს ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა სკოლამდელ
    დაწესებულებათა და გაერთიანების საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე, განაგებს მატერიალურ საშუალებებს;
    გ) ადგილობრივ თვითმმართველობით ორგანოსთან შეთანხმებით განსაზღვრავს საშტატო განრიგს და ხელფასის ფონდს;
    დ) დადგენილი წესით ხსნის საბანკო ანგარიშს საბანკო დაწესებულებაში;
    ე) დირექტორი ერთპიროვნულად წყვეტს საკადრო საკითხებს, საქართველოს შრომით კანონთა კოდექსის შესაბამისად წარმართვას, მის დაქვემდებარებაში მყოფი
    ერთეულების შრომით ურთიერთობებს, დებს ხელშეკრულებას გაერთიანების ადმინისტრაციულ, პედაგოგიურ და ტექნიკურ პერსონალთან დამტკიცებული საშტატო
    განრიგის მიხედვით;
    ვ) დირექტორი ამტკიცებს სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების შინაგანაწესს,
    დებულებას , სამუშაო გეგმებს, გამოსცემს ბრძანებებს, კანონის შესაბამისად
    ახორციელებს მისი ფუნქციონირებისათვის აუცილებელ საქმიანობას;
    დირექტორი გასცემს მინდობილობებს, დებს ხელშეკრულებებს და გარიგებებს იმ საკითხების ირგვლივ , რომლებიც არ სცილდება სკოლამდელი დაწესებულების
    საქმიანობის ფარგლებს;
    თ) კანონის ფარგლებში მუშაკთა მიმართ იღებს დისციპლინურ და წამახალისებელ ზომებს, იცავს ბავშვთა , თანამშრომელთა და მშობელთა უფლებებს, სახელმწიფო ინტერესებს;
    ი) დირექტორი პასუხს აგებს აღსაზრდელთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაზე,კანონმდებლობით დადგენილი საყოფაცხოვრებო და სანიტარული პირობების დაცვაზე, დასვენებისა და კვების ორგანიზაციაზე;
    კ) დირექტორის არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის
    შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე ;
    (გამონაკლის შემთხვევაში აღმზედელი)
    ლ) დირექტორს საქართველოს შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებულ
    შემთხვევაში ათავისუფლებს: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო,
    A საკუთარი ინიციატივით, აღსაზრდელთა მშობლების საერთო კრების წარდგინებით;


    მუხლი 7 ბაგა- ბაღის ქონება და სახსრები
    1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას შეადგენს მასზე რიცხული ქონება გადაცემული
    A ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ, უსასყიდლოდ, უზურფუქტის წესით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
    2. სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების ფინანსურ სახსრებს შეადგენს:
    ა) ასიგნებანი ადგილობრივი ბიუჯეტიდან;
    ბ) გრანტისა და შემოწირულობის სახით მიღებული შემოსავალი;
    გ) მშობელთა თანადაფინანსება;
    დ) ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესრულებით, ფასიანი მომსახურების გაწვევით, შემოქმედებით და სხვა საქმიანობით მიღებული შემოსავალი;
    ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემოსავალი;
    ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ფინანსური სახსრები გამოიყენება მხოლოდ ამ წესდებითგანსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების განხორციელებისათვის.

    M მუხლი 8. სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების საქმიანობა,
    რომელიც საჭიროებს თანხმობას
    1. სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმის ფარგლებში შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
    ა) უძრავი ქონების შეძენა, განსხვისება, დატვირთვა;
    ბ) სესხის აღება ;
    გ)საშტატო განრიგის და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
    დ)სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში მყოფ ქონებასთან დაკავშირებით,
    სხვა გადაწყვეტილებების მიღება, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს;

    მუხლი 9. სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების საქმიანობის
    აღრიცხვა- გაანგარიშება
    1. სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება ვალდებულია საქართველოს
    კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო- ეკონომიკური
    საქმიანობის აღრიცხვა-გაანგარიშება, შეადგინოს ბალანსი და დადგენილ
    ვადაში წარუდგინოს იგი დასამტკიცებლად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს .
    2. სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება აწარმოებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში არსებულ ყველა სკოლამდელ დაწესებულებების( კერძოს
    გარდა) საფინანსო ეკონომიკურ საწმიანობას.

    Mმუხლი 10. სახელმწიფო კონტროლი
    A1. სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს განხორციელებული საქმიანობის
    კანონიერების , მიზანშეწონილობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის
    ზედამხედველობას;
    2. სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების საფინანსო კონტროლი
    ხორციელდება კანონით დადგენილი წესით;
    3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია შეაჩეროს ან
    გააუქმოს სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების არამართლზომიერი
    გადაწყვეტილება;
    4. სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად გაასაჩივროს მაკონტროლებელი ორგანოს ქმედება;


    მუხლი 11. Bბაგა-ბაღის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

    1. სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების რეორგანიზაცია ან
    ლიკვიდაცია ხდება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულის მიერ;
    2. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის ხარაგაულის
    მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის საკუთრებაში;

     

    მუხლი 12.წესდებაში ცვლილების შეტანის წესი

    1. წესდებაში ცვლილების შეტანა ხდება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ;

    ვალუტის კურსი
    3.2202
    3.8137
    4.2098
  • გაერთიანების შესახებ
  • ადმინისტრაციის შესახებ
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი