ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი

ნიკოლოზ თოფურიძე
მობილური: 595 42 77 77
სამსახურის ტელეფონი: 0433 22 11 13
მიღების დღე: სამშაბათი და ოთხშაბათი
ნიკოლოზ თოფურიძე დაიბადა 1967 წლის 16 მაისს, 1973-1984 წელს, დაამთავრა ქ. თბილისის # 102 – ე საჯარო სკოლა.
1986 – 1990 წლებში სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში.
1990 წელს სწავლა გააგრძელა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ვაშინგტონში Lado international institute – ში.
1997 – 1999 წლებში სწავლობდა George Mason university - ში საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით.
სხვადასხვა დროს მუშაობდა:
• 1991-1993 კინოსტუდია ,,ქართული ფილმი“ , მსახიობი ;
• 2001-2002 წლები საქართველოს ინტერპოლის ეროვნული ბიურო
• 2002-2003 წლებში სამოქალაქო თავდაცვის და საგანგებო სიტუაციების სამმართველოს, საგარეო განყოფილების უფროსი;
• 2004-2005 წლებში ხარაგაულის სატყეო მეურნეობის დირექტორი;
• 2005-2009 წლებში ,,ცენტრ პოინტი“-ს პროექტის მენეჯერი;
• 2010-2011 წლებში ,,ბლექ სი გრუპის“ პროექტის მენეჯერი;
• 2012 წლიდან დღემდე გახლდათ საქართველოს ელექტრო სისტემის გენერალური დირექტორის კონსულტანტი.
სხვადასხვა დროს გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი სემინარები და სერთიფიცირების კურსები:
• 2015 წელი - ჩინეთი - კვების და საკვების დაცვის საერთაშორისო სემინარი;
• 2001 წელი - ჟენევა - NATO -ს ეგიდით NATO PFP -პარტნიორობა მშვიდობისათვის;
• 2001წელი - მადრიდი - NATO-ს ეგიდით პარტნიორობა მშვიდობისათვის;
• 2002წელი - სტოკჰოლმი - NATO-ს ეგიდით - NATO წრთვნისა და აღჭურვის პროგრამა.
ფლობს ქართულ, ინგლისურ, რუსულ ენებს.
2016 - 2017 წელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
2017 წლის ნოემბრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი.
ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი.
