{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • საბავშვო სპექტაკლს ხარაგაულის საბავშვო ბაღებიდან და სკოლებიდან მიწვეული პატარები ესწრებოდნენ

    დღეს, ხარაგაულის კულტურის ცენტრმა, კინოთეატრში, ვაჟა–ფშაველას ნაწარმოების მიხედვით შექმნილი სპექტაკლი  –„სათაგური“ წარმოადგინა. სპექტაკლს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, პაატა გოგოლაძე, წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის დირექტორი, მამა ანტონი და ხარაგაულის საბავშვო ბაღებიდან და სკოლებიდან მიწვეული პატარები ესწრებოდნენ. ქალბატონ, ირინე ჩხეიძის რეჟისორობით დადგმულმა სპექტაკლმა პატარების დიდი მოწონება დაიმსახურა.  ღონისძიების დასასრულს, მამა ანტონმა სპექტაკლში მონაწილე ნიჭიერი ახალგაზრდები და დამსწრე საზოგადოება დალოცა და მათ წარმატებები უსურვა.

       

     

     

    28 ოქტომბერი 2015

    ნანახია: 464 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი