{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • პროექტის ღირებულება 449 999 ლარია  

     

    დაბა ხარაგაულის ცენტრალურ პარკში ღია ესტრადის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დღეს, ესტრადაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ,  დავით დევდარიანმა და გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა, არჩილ ლურსმანაშვილმა მოინახულეს.

    პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 449 999 ლარია. ღია ესტრადაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჰესპია მური“ ასრულებს.კომპანიას 12 ადგილობრივი ჰყავს დასაქმებული. როგორც გამგებლის მოადგილემ, დავით დევდარიანმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ამ ეტაპზე, ღია ესტრადაზე იატაკის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ესტრადაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის პანდუსი მოეწყობა. ღია ესტრადის რეაბილიტაცია ნოემბრის შუა რიცხვებში დასრულდება.   

       

     

     

    30 ოქტომბერი 2015

    ნანახია: 679 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი