{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა


    ხარაგაულში მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ვარლამ (ტატო) თავზარაშვილმა განცხადება გააკეთა: „გამომდინარე იქედან, რომ 9 თვის ბიუჯეტის განხილვის პროცესი მიმდინარეობს, უმრავლესობამ გადაწყვიტა სხდომებს დაესწროს, თუმცა საკითხთან დაკავშირებით, რის გამოც დეპუტატებმა საკრებულოს სხდომა დატოვეს გამგებლის რეაგირებას ისევ ველოდებით.“
    სხდომაზე, ხარაგაულში მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის N53 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს. საბიუჯეტო ცვლილების შემდეგ თანხა შემდეგ ა(ა)იპებ-ს ჩაერიცხებათ: საფეხბურთო კლუბ „ჩხერიმელა 2009“-ს – 30 000 ლარი, „ხარაგაულდასუფთავებას“ -40 000 ლარი; სპორტისა და მუნიციპალური განვითარების ცენტრს - 8 000 ლარი. მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალურ ცენტრს - 2 800 ლარი. ფარცხნალის გზის ბეტონის საფარის მოწყობაზე კი, 250 000 ლარი გამოიყოფა. ბიუროს წევრებმა ასევე იმსჯელეს იმაზე, რომ ამ ეტაპზე სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების, მხოლოდ I კატეგორიის დაფინანსება მოხდება.
    სხდომაზე, იმსჯელეს 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. 2016 წლის ბიუჯეტი 6 მილიონ 607 ათასი ლარით განისაზღვრა. აქედან 1 მილიონ 230 ათას ლარს გადასახადები წარმოადგენს, 4 მილიონ 192 ათასი ლარი ტრანსფერია, სხვა შემოსავლები კი - 1 მილიონ 165 ათას ლარს შეადგენს.
    საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ვარლამ ჭიპაშვილი ფარცხნალის გზის ბეტონის საფარის დაგების საკითხით დაინტერესდა და აღნიშნა, „მართალია ყველა პრობლემის მოგვარება ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ეს საკითხიც მოწონებული აქვს საკრებულოს, მაგრამ საინტერესოა რა პრიორიტეტით შეირჩა ეს პროექტი.“
    „ფარცხნალის ცენტრალურ გზაზე, რომ ბეტონის საფარი მოეწყობა ეს მაჟორიტარი დეპუტატის ნოდარ ებანოიძის დამსახურებაა“ - აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ ინგა მაღრაძემ.
    სხდომაზე აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ა(ა)იპ -ებისთვის თანხების დამატებამ. ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ თავმჯდომარემ, გელა გოლუბიანმა განაცხადა, რომ „ბიუჯეტია(ა)იპ -ების დაფინანსებას ვეღარ ახერხებს, „ჩხერიმელას“ დაახლოებით სამმაგი დაფინანსება სჭირდება, ვიდრე განსაზღვრული ჰქონდა. ამ დროს კი, დაუფინანსებელი გვრჩება ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც, მაგალითად მომავალი თაობების აღზრდაზე არიან პასუხისმგებელნი.“
    ვარლამ ჭიპაშვილმა საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა „საინტერესოა, თქვენი მხრიდან ხშირად ისმის ა(ა)იპ-ების დაფინანსებაში ბიუჯეტის დიდი ნაწილი მიდისო, როცა მათ ლიკვიდაციასა და რეორგანიზაციაზე მიდის საუბარი ესეც არ მოგწონთ. მხოლოდ კრიტიკა ისმის თქვენგან და არაფერი სხვა. შესაძლოა ჩვენ კლუბ „ჩხერიმელას“ გაუქმებაზეც ვიმსჯელოთ, მაგრამ მთავარი ისაა, რომ პრიორიტეტები სწორად შევარჩიოთ. ა(ა)იპ-ებში ბევრი ადამიანია დასაქმებული. იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოვახერხებთ მათ დაფინანსებას, რეორგანიზაცია გარდაუვალი იქნება“.
    ბიუროს სხდომაზე კენჭი უყარეს 7 დეკემბრის საკრებულოს სხდომაზე განსახილველ საკითხებს:
    1. ფრაქცია ,,ქართული ოცნება - რესპუბლიკელების“ თავმჯდომარის მოხსენება ფრაქციის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
    2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ;
    3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ;

    17 ნოემბერი 2015

    ნანახია: 529 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი