{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ იმსჯელეს

    20 ნოემბერს ხარაგულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე,  ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ვარლამ(ტატო) თავზარაშვილმა განცხადება გააკეთა: „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელ, კობა ლურსმანაშვილისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ა(ა)იპ „ხარაგაულკეთილმოწყობის“ დირექტორის მიხეილ ჭიპაშვილსა და დეპუტატ ვარლამ ჭიპაშვილის დაპირისპირების ფაქტზე აღძრულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება და გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.“  შეგახსენებთ, რომ 2 ნოემბრის საკრებულოს სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტაციამ, საკრებულოს თავმჯდომარეს  ბოდიშის მოხდა მოსთხოვა. საკითხთან დაკავშირებით უმრავლესობამ სხდომა დატოვა და მუნიციპალიტეტის გამგებელს რეაგირება სთხოვა. 

    საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტი სთვითმმართველი ერთეულის 2015 წლის ბიუჯეტის ცხრა თვის შესრულების მდგომარეობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელეს. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილი დაინტერესდა - რას გულისხმობდნენ თანამდებობის პირები, მაშინ, როდესაც ე.წ. „ქამრების შემოჭერაზე“ საუბრობდნენ და ამ დროს, ტრანსპორტის ხარჯები 178 000 ლარს შეადგენს, ხოლო თანხების არარსებობის გამო დასაქმებული პირები უხელფასო შვებულებებში არიან გასულები.

    საკრებულოს თავმჯდომარემ, ინგა მაღრაძემ აღნიშნა, რომ საკრებულოში უკვე 2 თვეა განიხილავენ ამ საკითხებს. „თქვენ შესაძლებლობა გაქვთ მოითხოვოთ ინფორმაცია და გაეცნოთ მას“ - მიმართა თორნიკე ავალიშვილს ინგა მაღრაძემ.

    საკრებულომ 2015 წლის ბიუჯეტი, ცხრა თვის შესრულების მდგომარეობაზე ცნობის სახით მიიღო.

    სხდომაზე, დეპუტატებმა  ასევე 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს, რომელიც 6 მილიონ 607 ათასი ლარით განისაზღვრება. საკრებულოს წევრმა, გოგი ლაცაბიძემ პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები გამოთქვა: „გზების რეაბილიტაციაზე 180 000 ლარია გამოყოფილი, ეს თანხა ძალიან ცოტაა, იმის ფონზე, როცა საფეხბურთო კლუბ „ჩხერიმელასთვის“ გაცილებით მეტი თანხა უნდა დაიხარჯოს; გზების განათებაზე 63 000 ლარია გამოყოფილი, სჯობს ჯერ სოფლებში გზების შეკეთებაზე ვიზრუნოთ და მერე განათებაზე“.

    საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავჯდომარემ, ვარლამ ჭიპაშილმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრა და საკრებულოს წევრებს კიდევ ერთხელ მოუწოდა  შენიშვნები წერილობითი სახით წარმოადგინონ. მანვე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 2016 წლის ბიუჯეტის  პროექტის საჯარო განხილვები მიმდინარეობს, რაშიც მოსახლეობა აქტიურად მონაწილეობს. მათი მხრიდან გამოთქმული შენიშვნები ძირითადად  გზების რეაბილიტაციასთან იყო დაკავშირებული. იყო ისეთი მოსაზრებებიც, რომ ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი კიდევ უფო გაიზარდოს (რომელიც 50 000 ლარითაა განსაზღვრული), რადგან მისი გამოყენება ექსტრემალურ სიტუაციებში უფრო სწრაფადაა შესაძლებელი.

    საკრებულოს თავმჯდომარემ, ინგა მაღრაძემ სხდომის დასასრულს აღნიშნა, რომ 24 ნოემბერს, 12 საათზე, საკრებულოში მოხდება 2016 წლის ბიუჯეტის განხილვა, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა გამოთქვან თავიანთი შენიშვნები.

     

    21 ნოემბერი 2015

    ნანახია: 941 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი