{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ბარბარობის დღესასწაული დღეს ხარაგაულში დიდი სიხარულით აღნიშნეს

    დღეს, სრულიად საქართველო წმიდა დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღეს არნიშნავს. დიდმოწამე ბარბარე, IV საუკუნეში, ქრისტესთვის ეწამა.   წმიდანი შეძლებული დიდგვაროვნის – დიოსკორეს ოჯახში დაიბადა და ქალაქ ილიოპოლში ცხოვრობდა. წმინდა ბარბარე მამამისის ხელით აღესრულა. მორწმუნე ქრისტიანებმა მისი პატიოსანი ნეშტი პატივით დაკრძალეს. VI საუკუნეში, ნეტარი დიდმოწამის წმინდა ნაწილები კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს, საიდანაც XII საუკუნეში კიევში იქნა გადასვენებული. ამჟამად, წმინდა ბარბარე კიევის ლავრაშია დაკრძალული.

    ბარბარობის დღესასწაული დღეს ხარაგაულში დიდი სიხარულით აღნიშნეს. მამა ანტონმა სადღსასწაულო წირვა ჩაატარა და მრევლს წმიდა ბარბარეს ხსენების დღე მიულოცა:  ,,გულით და სულით ვულოცავ სრულიად ხარაგაულს და ხარაგაულელებს ამ წმინდა დღესასწაულს. საქართველოსთვის ძალიან საყვარელი წმინდანის ხსენების დღეა დღეს. წმიდა ბარბარე გვფარავდეს და შეგვეწიოს მისი მადლი. მივულოცავ სრულიად საქართველოს, ღმერთმა მრავალს დაგვასწროს. ამინ!”

        

     

    17 დეკემბერი 2015

    ნანახია: 1726 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი