{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • საახალწლო ღონისძიებები საბავშვო ბაღებში 17 დეკემბერს დაიწყო და 25 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით საახალწლო ღონისძიებები საბავშვო ბაღებში 17 დეკემბერს დაიწყო და 25 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. როგორც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებიდან გვაცნობეს  საახალწლო ზეიმები ჩატარდა, როგორც  დაბის  N1 და N2 საბავშვო ბაღებში, ასევე მუნიციპალიტეტის ყველა სკოლამდელ დაწესებულებაში. არაჩვეულებრივი საახალწო გარემო, ფიფქიები, ჯამბაზი, თოვლის ბაბუა,საჩუქრები - პედაგოგებმა და აღმზრდელებმა  ნამდვილი  საშობაო ზღაპარი აჩუქეს პატარებს.  საახალწლო ღონისძიებებს   გაერთიანების დირექტორი ირმა სებისკვერაძე, მშობლები, მასწავლებლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. 

        

       

     

     

    24 დეკემბერი 2015

    ნანახია: 812 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი