{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ა(ა)იპ  „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის“  და ა(ა) იპ  ,,სათნოების სახლის“ მორიგი აქტივობა

    9 თებერვალსა(ა)იპ „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის“ (დირექტორიეკაშავიძე) წარმომადგენლებმა და ა(ა) იპ  ,,სათნოებისსახლის“ დირექტორმა,გიორგიჩიჩილიძემ ლაშის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მარტოხელა დედა,   ნორა ხარატიშვილი და მისი პატარა ქალიშვილი,მოინახულეს. ,,მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის“ წარმომადგენლებმა, ნორა ხარატიშვილს რვა თვის  ბავშვისათვის სპეციალური საკვები პროდუქტი და პამპერსები გადასცა, ხოლო ა(ა)იპ სათნოების სახლის დირექტორმა, გიორგი ჩიჩილიძემ საკვები პროდუქტებით გაუწია დახმარება.აღსანიშნავია, რომ „მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრი“ მარტოხელა დედას ნორა ხარატიშვილს ყოველთვიურად ეხმარება ბავშვის საკვებით  (Humana).

    ნორა ხარატიშვილი სოფელ ლაშეში რვათვის ანასტასიასთან ერთად მარტო ცხოვრობს.   სულ რამდენიმე ხნის წინ,   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის, კობა ლურსმანაშვილის, ინიციატივით ნორას საცხოვრებელი ფართი გაურემონტდა.  ადგილობრივმა ხელისუფლებამ ასევე უზრუნველყო ზამთარში მისი შეშით მომარაგებაც.  აღსანიშნავია, რომ მარტოხელა დედას საკვები პროდუქტებით ადგილობრივი ხელისუფლება ყოველთვიურად ეხმარება. 

    ნორა ხარატიშვილი:   ,,განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ბატონ კობა ლურსმანაშვილს.  ბატონი კობა უყურადღებოდ არასდროს მტოვებს.ხშირად მირეკავს და მეკითხება,  რა მიჭირს. საკამაოდ მძიმე პირობებში მიწევდა ცხოვრება, ბატონი კობას გულისხმიერებით დღეს მე და ჩემი შვილი კეთილმოწყობილ ფართში ვცხოვრობთ.მუნიციპალიტეტის გამგეობა სისტემატურად მეხმარება სხვადასხვა სოციალური პაკეტით. ჩემდამი გამოჩენილი ყურადღებისა და გულისხმიერებისათვის მადლობელი ვარ, ღმერთმა გაგახაროთ“-დასძინა ნორა ხარატიშვილმა.

     

    10 თებერვალი 2016

    ნანახია: 3795 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი