{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში დავითობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

    12 თებერვალს ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში (დირექტორი ნინო დიდიძე)  წმინდა დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ორგანიზებას ისტორიული მუზეუმის დირექტორის მოადგილე,  ფონდის მთავარი მცველი, ეკა შველიძე  უწევდა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ კულტურის,  განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე, განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე მარინე ვეფხვაძე, ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორი  ნიკოლოზ მაჭავარიანი. მოწვეულ სტუმართა რიცხვს მიეკუთვნებოდნენ ასევე  წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის N1 გიმნაზიის კურსდამთავრებულები, რომლებიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წარმატებული სტუდენტები არიან.

    შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას ქალბატონმა ეკამ დავით აღმაშენებლის  ეპოქის შესახებ მოკლე ისტორიული მონაცემები გააცნო . მეფის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ასევე  ისაუბრეს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეებმა. ხოლო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტმა,  დავითმაჭავარიანმა, დავით აღმაშენებლის მიერ განხორციელებული რეფორმებსა და წარმატებული ლაშქრობების შესახებ საინტერესოდ ისაუბრა.  ღონისძიებაზე მეფისადმი მიძღვნილი ლექსები მხატვრულად წაიკითხეს  სკოლის მოსწავლეებმა. ნინო სახვაძის სახელობის  მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან არსებულმა   მგალობელ ბავშვთა გუნდმა  „ალილო“ (პედაგოგი თორნიკე ბაკურაძე) შეასრულა საგალობლები  წმ. დავით მეფის ტროპარი, ,,გული ჩემი აღავსე სინანულად" და სიმღერა ,,მრავალჟამიერ."

    ღონისძიების დასასრულს,  სტუმრებმა, თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს და ქალბატონ ეკას ლამაზი საღამოსათვის მადლობა გადაუხადეს.

     

    12 თებერვალი 2016

    ნანახია: 545 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი