{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • 15 თებერვალს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუროს სხდომა გაიმართა

    15 თებერვალს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა. სხდომაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა ბიუროს წევრებს 2015 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში გააცნო.
    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი 2015 წლის ანგარიშს, 7 მარტს საკრებულოს სხდომაზე წარადგენს. საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები გამგებლის ანგარიშს მოისმენენ და შეაფასებენ.
    ნადაბურის მაჟორიტარმა-დეპუტატმა, მიხეილ გელაშვილმა ბიუროს სხდომაზე, გამგებლის ანგარიშის მოსმენის შემდეგ აღნიშნა, რომ 2015 წელი ნამდვილად წარმატებული იყო ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის, თუმცა კარგი იქნებოდა მხოლოდ იმაზე არ გვესაუბრა რა გაკეთდა.
    -„მე მაინტერესებს რისი გაკეთებაა დაგეგმილი 2016 წელს ნადაბურის ადმინისტრაციული ერთეულისთვის?“- მიმართა კონკრეტული კითხვით მუნიციპალიტეტის გამგებელს მიხეილ გელაშვილმა.
    „გასული სამი წლის განმავლობაში ნადაბურის ადმინისტრაციულ ერთეულში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. იქაურ მაცხოვრებლებს ვაძლევთ იმედს, რომ ის პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია გზის მობეტონებასთან, ამბულატორიასთან და საბავშვო ბაღის არარსებობასთან, დადებითად იქნება გადაწყვეტილი და აღნიშნული პროექტები ნადაბურში აუცილებლად განხორციელდება.“
    -გაგრძელდება თუ არა გარე განათების ქსელის მოწყობა ბაზალეთი- ღარიხევის მიმართულებით, რა ხდება ხარაგაულის სოფლების გაზიფიცირებასთან დაკავშირებით, რა ბედი ელის ა(ა)იპ „სათნოების სახლითვის“ შეძენილ ფართს, რომელიც გასარემონტებელია?- ეს ის კითხვებია რომლითაც ბიუროს სხდომაზე საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ვარლამ ჭიპაშვილმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელს მიმართა.
    მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა ვარლამ ჭიპაშვილის მიერ დასმულ შეკითხვებს თანმიმდევრობით უპასუხა:
    ,, მიმდინარე წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია თანხა ბაზალეთი - ღარიხევის მიმართულებით გარე განათების ქსელის მოწყობაზე. ზოგადად გარე განათების ქსელის გაფართოებაზე მინდა განვაცხადო, ჩვენ ვგეგმავთ ელექტრო ნათურების დამონტაჟებას, რომლებიც საკმაოდ ეკონომიურია. თუ მოვახერხეთ და სისტემა გადავიყვანეთ ელ. ნათურებზე ეს თანხებს დაგვიზოგავს და ამის შემდეგ ვიფიქრებთ გავაგრძელოთ გარე განათების ქსელის მოწყობა, სხვადასხვა მონაკვეთებზე.
    თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ვმსჯელობთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების გაზიფიცირების საკითხზე. ვფიქრობ, რომ მალე დაიწყება ხარაგაულის სოფლების გაზიფიცირება. იგეგმება უახლოეს მომავალში ენერგეტიკის მინისტრთან, კახი კალაძესთან შეხვედრა, სადაც ამ საკითხზე აუცილებლად ვისაუბრებთ.
    ა(ა)იპ „სათნოების სახლისთვის“ გამოყოფილ ფართზე მინდა გიპასუხოთ, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია შესაბამისი ფინანსები იქ სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად. მომზადდება ხარჯთაღრიცხვა, უახლოეს მომავალში ჩავატარებთ ტენდერს და ფართი გარემონტდება“.
    ბიუროს სხდომაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ინგა მაღრაძე იმ ადამიანებით დაინტერესდა, რომლებიც ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებაზე არიან პასუხისმგებელნი.
    ინგა მაღრაძე: „იქნებ გამოვკვეთოთ ვინ არიან ის ადამიანები, ვინც პასუხისმგებელნი არიან პროექტებზე, იმ სამუშაოების შესრულებაზე, რომლებშიც ხარვეზები გამოვლინდა, ვფიქრობ, მათ მიმართ გარკვეული ღონისძიებები უნდა გავატაროთ.“
    საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თორნიკე ავალიშვილი დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა მუნიციპალიტეტის გამგებელს ინფორმაცია ყველა იმ შესრულებული პროექტის შესახებ, რომელიც 2015 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში განხორციელდა.
    კობა ლურსმანაშვილმა განმარტა ,რომ იგი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში განხორციელებული ყველა პროექტის შესრულების შესახებ არის ინფორმირებული და რამდენიმე პროექტთან დაკავშირებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხრიდან შენიშვნები იყო გამოთქმული.
    ბიუროს სხდომაზე ასევე განიხილეს შემდეგი საკითხები:
    1.ხარაგაულისმუნიციპალიტეტისთვითმმართველიერთეულის 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის განხილვისა და დამტკიცების შესახებ.
    2.ხარაგაულისმუნიციპალიტეტისსაკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის N62 განკარგულებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუდმივმოქმედიკომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.
    3.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის N62 განკარგულებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიების შემადგენლობების დამტკიცები სშესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.
    4.არასამეწარმეო ( არაკომერციული) იურიდიულიპირის „ხარაგაულის კულტურის ცენტრი“-სათვის“ დაბა ხარაგაულში სოლომონ მეფისქუჩა N12 -ში მდებარე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული კინოთეატრის შენობა-ნაგებობისა და მასზე დამაგრებული მიწის ფართის სარგებლობის უფლებით უზუფრუქტის წესით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
    ყველა ზემოთ აღნიშნული საკითხი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 7 მარტის სხდომის დღის წესრიგში შევიდა.

     

     

    17 თებერვალი 2016

    ნანახია: 470 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი