{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ფეხბურთის განვითარების 4 წლიანი პროქტი რეგიონებში ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას ითვალისწინებს

     

    დღეს, ხარაგაულის მინიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე,2016 წლის საბიუჯეტო ცვლილება შესახებ იმსჯელეს. საბიუჯეტო ცვლილების თანახმად,ა(ა)იპ ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ ,,ჩხერიმელა 2009“-ის  ბალანზე არსებული თანხა 102,5 ათასი ლარი, ა(ა)იპ ,, ქართული ფეხბურთის  განვითარების ფონდში“ გადავა.როგორც საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა აღნიშნა: „საქართველოს ფეხბურთის განვითარებასა და პოპულარიზაციის მიზნით, მთავრობის დადგენილებით, ყველა მუნიციპალიტეტს ეთხოვა  მათ მიერ ფეხბურთის გუნდისთვის გამოყოფილი თანხები ა(ა)იპ  „ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდში“ გრანტის სახით გადარიცხოს.საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26  თებერვლის №107  დადგენილების საფუძველზე,  2016 წლის პირველი მარტის მდგომარეობით ა(ა)იპ ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ ჩხერიმელა 2009“ -ის ბალანსზე არსებული სუბსიდია,  102,5 ათასი ლარი,  ა(ა)იპ ,,ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდში“ გადავა. ასევე, არის თხოვნა, რომ 2016 წლის განმავლობაში ,,ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდში“გასულ წელს კლუბ „ჩხერიმელასთვის“ გამოყოფილი თანხის ოდენობა გადაირიცხოს. 2015 წელს, საფეხბურთო კლუბ „ჩხერიმელა 2009–ის“სუბსიდირებამუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 250 000 ლარით  მოხდა. 2016 წელს კი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, როგორ შესაძლებლობასაც მოგვცემს ისე განვიხილავთ ამ საკითხს“ –აღნიშნა ვლადიმერ გელაშვილმა.

    ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ვარლამ (ტატო) თავზარაშვილი: „ვესწრებოდი პროექტის პრეზენტაციას, რომლის მიხედვითაც,სახელმწიფოს მიერ 2016 წელს ფეხბურთის განვითარებისათვის40 მილიონი ლარია გათვალისწინებული. წელს ვერ მოხერხდა  სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირისუბსიდირება. პროექტი 2016–2020 წლებში უნდა განხორციელდეს, წლების მიხედვით განსაზღვრულია თუ სად რა უნდა დაიხარჯოს. ისევე როგორც სახანძრო სამაშველო სამსახური იყო მუნიციპალიტეტის დაფინანსებაზე და შემდეგ სახელმწიფოს დაქვემდებარებაში გადავიდა ამ შემთხვევაშიც ასე მოხდება. ა(ა)იპ ,,ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი“ თვითონ განსაზღვრავს საშტატო ნუსხას, ხელფასებს, ინფრასტრუქტურის განვითარებას და ა.შ. პროექტით გათვალისწინებულია და მაისის ბოლომდე კლუბი ცენტრალური ფონდიდან 300 000 ლარს მიიღებს. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში  ბავშვთა ფეხბურთი განვითარდება.აუცილებელია  კლუბს ერთი ასაკობრივი გუნდიჰყავდეს. შესაძლებელია სოფლებიდან აირჩიონ ბავშვები და კლუბმა მოახდინოს მათი საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა. ფეხბურთის განვითარების პროგრამა გუნდებს  თანაბარ პირობებში ყოფნის საშუალებას მისცემს“.

     

    4 მარტი 2016

    ნანახია: 639 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი