{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ,,მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების  მუნიციპალური ცენტრის“  სოციალური  აქციები

    3 მარტს, დედის დღესთან დაკავშირებით,   ა(ა) იპ  ,,მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების  მუნიციპალური ცენტრის“(დირექტორი ეკა შავიძე) თანამშრომლები    და  გამგებლის წარმომადგენელი ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში,  თენგიზ ჭიპაშვილი, ბაზალეთში  მცხოვრებ   ტყუპების  დედას,  ნინო გრძელიძეს ესტუმრნენ. ახალბედა დედას  დედის დღესასწაული მიულოცეს,  ბედნიერი დედობა უსურვეს და  ბავშვებისათვის   სპეციალური საკვები პროდუქტები  და პამპერსები გადასცეს.   აღსანიშნავია, რომ „მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრი“  ნინო გრძელიძის  ოჯახს  ბავშვის საკვებით ყოველთვიურად ეხმარება. ამავედღეს, დახმარება გაეწია  სოფელ ლაშეში მცხოვრებ  სოციალურად დაუცველ  თეონა კიკვაძეს, რომელსაც ბავშვის საკვები პროდუქტები   და პამპერსები გადაეცა. თეონა კიკვაძის ოჯახს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთჯერადი ფულადი დახმარებაც გაეწია.

     

     

    4 მარტი 2016

    ნანახია: 1131 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი