{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • იმერეთის მასშტაბით ვიდეოკონკურსის ათეულში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა მოხვდა


    ვიდეოკონკურსი სახელწოდებით „მე და კონსტიტუცია“ არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ლაბორატორიისა“ და პრეზიდენტის ფონდის ხელშეწყობით ხორციელდება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ვიდეოკონკურსის პირველი ტური 4-მა საჯარო სკოლამ გადალახა. ესენია - დაბა ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის გუნდი(ხელმძღვანელი ვარლამ ჭიპაშვილი), სოფელ ხევის საჯარო სკოლის გუნდი(ხელმძღვანელი - ნატო ბლიაძე), სოფელ მარელისის საჯარო სკოლის გუნდი (ხელმძღვანელი ეკატერინე ქურდაძე) და სოფელ ბორითის საჯარო სკოლის გუნდი (ხელმძღვანელი - მადონა ულუმბელაშვილი).
    მნიშვნელოვანია, რომ იმერეთის მასშტაბით ვიდეოკონკურსის ათეულში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა მოხვდა. კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება და გამარჯვებული ხელმძღვანელ- მასწავლებელთან ერთად პარიზსა და სტრასბურგში გაემგზავრება.
    ცნობილია, რომ ვიდეოკონკურსის „მე და კონსტიტუცია“ მეორე ეტაპი, იმერეთის რეგიონისთვის, 19 მარტს, ქ. ქუთაისში გაიმართება.

     

    პირველი ტურის გამარჯვებული სკოლები

     

    11 მარტი 2016

    ნანახია: 713 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი