პროგრამით მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 76-მა მრავალშვილიანმა ქალბატონმა ისარგებლა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ინფორმაციით, 2016 წელს საგაზაფხულო დღესასწაულებთან დაკავშირებით მრავალშვილიან ქალბატონებს, რომელთაც ჰყავთ ოთხი და მეტი შვილი პირად ანგარიშზე 50–50 ლარი ჩაერიცხათ. აღნიშნული პროგრამით მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 76-მა მრავალშვილიანმა ქალბატონმა ისარგებლა.
14 მარტი 2016
ნანახია: 1881 - ჯერ
