{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ფარგლებში  სოფელ ქროლში თავშეყრის ადგილი მოეწყობა

    დღეს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის”ფარგლებში   სოფელ ბაზალეთსა და ქროლში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე შეკრებილმა მოსახლეობამ, ის პროექტები აირჩია,რომლებიც მიმდინარე წელს  მათ სოფლებში განხორციელდება. შეხვედრას ესწრებოდა ბაზალეთის მაჟორიტარი დეპუტატი ვარლამ ჭიპაშვილი, რომელმაც მოსახლეობას გამოყოფილი თანხის ოდენობისა და  განკარგვის შესახებ  ინფორმაცია მიაწოდა.

    სოფელ ბაზალეთის  მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, სოფელზე გამოყოფილი 7 ათასი ლარი შემდეგნაირად გადანაწილდება : 3500 ლარით  რკინიგზის უბანში კანალიზაციის სისტემის მოსაწყობად შეიძენენ მილებს, 2500 ლარი - მოხმარდება დევდარიანის უბანში გარე განათების ქსელის  მოწყობისათვის მასალების შეძენას,  ხოლო დარჩენილი 1000 ლარი წყლის სისტემის მოსაწყობად  მასალების შეძენის მიზნით გაიხარჯება.

    სოფელ ქროლის მოსახლეობამ    გამოყოფილი 4000 ლარის ფარგლებში  ორი პროექტის განხორციელება გადაწყვიტა.ხმათა უმრავლესობით გადაწყდა 3000 ლარი სოფლის ცენტრში თავშეყრის ადგილის მოწყობას მოხმარდეს. მოსახლეობის განმარტებით, სოფელში არ არსებობს საზოგადოებრივი დანიშნულების არცერთი შენობა, რომელსაც  მოსახლეობა  შეხვედრებისთვის (საერთო კრებებისთვის) გამოიყენებს. დარჩენილ  1000 ლარს  სოფელი წყლის სისტემის მოსაწყობად დახარჯავს.

     

    16 მარტი 2016

    ნანახია: 549 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი