{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ფინალურ ტურში ერთმანეთს ხარაგაულის წმ.ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიისა და ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის გუნდები შეხვდებიან

     

    დღეს,  17 მარტს  „მხიარული  სტარტების“ ნახევარფინალური ტური გაიმართა. „მხიარულ სტარტებში“ მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების გუნდები მონაწილეობდნენ.  ნახევარფინალურ თამაშში ერთმანეთს ბაზალეთის საჯარო სკოლა და წმ.ანდრია პირველწოდებულის სახელობის  სასულიერო გიმნაზიის  გუნდები შეხვდნენ. ასევე შეხვედრა უნდა გამართულიყოხარაგაულის N3 და N2 საჯარო  სკოლის გუნდებს შორის, თუმცა N3 საჯარო სკოლამ გარკვეული მიზეზების გამო ნახევარფინალურ შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღო, ამიტომ  N2 საჯარო სკოლა ავტომატურად გადავიდა შემდეგ, ფინალურ ტურში.

    ხვალ 18 მარტს ფინალურ ტურში ერთმანეთს ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიისა და ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის გუნდები შეხვდებიან.

    ფინალური შეხვედრა 14:00 სთ-ზე გაიმართება.

    პროექტის ორგანიზატორია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის,განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური. 

     

     

    17 მარტი 2016

    ნანახია: 748 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი