{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ  და  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა,  ჩეხეთის ელჩთან ერთად სოფელ კიცხში კოოპერატივი ,,სარგო“ და ,,მეღვინეობა კიცხი“ დაათვალიერეს

     

    სოფელ კიცხს ჩეხეთის ელჩი საქართველოში, ტომას პერნიცკი და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ნოდარ კერესელიძე სტუმრობდა. სტუმრებმა კოოპერატივების განვითარების თავმჯდომარესთან გიორგი მიშველაძესთან,  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელ კობა ლურსმანაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად  სოფელ  კიცხში"ENPARD"-ის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული  კოოპერატივი – „სარგო“ და  ,,მეღვინეობა კიცხი“  დაათვალიერეს. 

    რძის გადამამუშავებელი კოოპერატივი    „სარგო“  უკვე რამდენიმე თვეა, რაც ფუნქციონირებს და   პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე ახორციელებს.   სტუმრები ნატურალური პროდუქციის  წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნენ. ,,პროექტის დაფინანსება 35 000 ევროს ფარგლებში მოხდა. რა თქმა უნდა, ჩვენც  მივიღეთ თანამონაწილეობა.    ამჟამად, ვაწარმოებთ მხოლოდ ორ პროდუქტს: მაწონსა და რძეს, რომელიც ნატურალური ნედლეულია. ვფიქრობთ,  მომავალში განვავითაროთ დაწყებული საქმე“- ამბობს კოოპერატივის დამფუძნებლი გიორგი გველესიანი.

    კოოპერატივი ,,მეღვინეობა კიცხი“ მომავალი წლის შემოდგომაზე ამოქმედდება და სოფლის მოსახლეობას ყურძნის გადამუშავებაში გაუწევს დახმარებას. ამჟამად, კოოპერატივში,  6 წევრია გაერთიანებული.

    ,,დღეს, ჩვენ იმერეთში რამდენიმე კოოპერატივს ვესტუმრეთ. მათ შორის, დავათვალიერეთ კოოპერატივი ,,სარგო“ და ,,მეღვინეობა კიცხი“. კოოპერატივი „სარგო“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო კოოპერეტივების განვითარების სააგენტოების მიერ ოფიციალურადაა რეგისტრირებული და  რძის პროდუქტებს  აწარმოებს, სადაც შვიდი მეპაიეა  გაერთიანებული. პროექტები, რომლებიც    ,,ENPARD"-ის პროგრამის ფარგლებშია დაფინანსებული, დღეს, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩთან ერთად მოვინახულეთ. ”- განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის   პირველმა მოადგილემ,    ნოდარ კერესელიძემ.

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, კობა ლურსმანაშვილმა, მადლობა გადაუხადა ბატონ ელჩს და სამინისტროს წარმომადგენლებს  ხარაგაულში ასეთი  მნიშვნელოვანი  პროექტების განხორციელებისათვის. ,,კოოპერატივი ევროკავშირისა და ჩეხეთის რესპუბლიკის დახმარებით ხორციელდება და რა თქმა უნდა, სახელმწიფო მხარს უჭერს მსგავსი  პროექტების განხორციელებას. სოფელ კიცხში სულ მალე ფუნქციონირებას დაიწყებს  მეორე  კოოპერატივი "მეღვინეობა“. ვფიქრობ, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მუნიციპალიტეტებში არსებული მდგომარეობა გაუმჯობესდეს,  რაც ხელს შეუწყობს დასაქმების პრობლემის მოგვარებას”- აღნიშნა მუნიციპალიტეტის გამგებელმა, კობა ლურსმანაშვილმა.

    კოოპერატივი "მეღვინეობა - კიცხის"  პროექტის ავტორის ჰამლეტ ბერაძის განმარტებით, ღვინის ქარხანაში მოხდება, როგორც ღვინის დაწურვა, ასევე ღვინის ბოთლებში ჩამოსხმა. ,,ღვინოს დავაყენებთ, როგორც ქვევრებში ასევე ევროპული წესით. გვეხმარება ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“.   35 000 ევროს ფარგლებში ტექნიკას გადმოგვცემენ გარკვეული ვალდებულებების შესრულების სანაცვლოდ. რაც შეეხება შენობას, მისი აშენება კოოპერატივში გაერთიანებული წევრების დაფინანსებით მოხდება“ - განმარტავს ჰამლეტ ბერაძე.

    "ENPARD"-ი ევროპის სამეზობლო 5 წლიანი პროგრამაა, რომელსაც საქართველოში ჩეხური ორგანიზაცია PIN–ი ახორციელებს.

     

     

     

     

     

     

     

    18 მარტი 2016

    ნანახია: 1533 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი