{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ბიუროს სხდომაზე, საკრებულოს  თავმჯდომარე  გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს წარადგენს

     

    21 მარტს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება. სხდომაზე, ბიუროს წევრები შემდეგ საკითხებს განიხილავენ:

    1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ;

    2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2013-1014 წლებისა და  2015 წლის 6 თვის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის  2016 წლის 18 თებერვალს დამტკიცებული N9/36 ანგარიშის განხილვის შედეგების შესახებ;

    3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  გამგეობის მიერ 2015 წლის  შესყიდვების გეგმის შესაბამისად განხორციელებული შესყიდვების ანგარიში; 

    4. არასამეწარმეო ( არაკომერციული) იურიდიული პირის   „ხარაგაულ დასუფთავებისათვის“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე  რიცხული   დაბა ხარაგაულში სოლომონ მეფის ქუჩა #90 - ა -ში მდებარე წყალსადენის  სარგებლობის უფლებით უზუფრუქტის წესით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ;

    5. არასამეწარმეო ( არაკომერციული) იურიდიული პირის   „ხარაგაულის წმიდა თორმეტი მოციქულის საკათედრო ტაძრის მშენებლობის ფონდისათვის“-  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტომანქანა 2121 ,,ნივა“ -ს სარგებლობის უფლებით, თხოვების ფორმით  გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ;

    6. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში  არსებული ატომანქანა  NISSAN PATROL, სახელმწიფო N  SLS511, საიდენტიფიკაციო  N  JN8FY15Y85X545258 სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ  გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ;

    7. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება   „ხარაგაული -2011“-სათვის“-  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ტექნიკის სარგებლობის უფლებით, თხოვების ფორმით  გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.

     

    18 მარტი 2016

    ნანახია: 568 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი