-
მერია
- მერი
- პირველი მოადგილე
- მოადგილე
- მერიის დებულება
-
სტრუქტურული ერთეულები
- ადმინისტრაციული სამსახური
- საფინანსო საბიუჯეტო-სამსახური
- ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური
- ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური
- ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური
- კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური
- ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
- სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური
- შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური
- საკრებულო
- მაჟორიტარი დეპუტატი
- ადმინისტრაციული ერთეულები
-
იურიდიული პირები
- ა.ა.ი.პ ,,რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი"
- ა.ა.ი.პ ხარაგაულის ,,კულტურის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ნინო სახვაძის სახელობის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა"
- ა.ა.ი.პ ,,ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი"
- ა(ა)იპ ,,ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრი'
- ა.ა.ი.პ შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლა"
- ა.ა.ი.პ ,,სათნოების სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულდასუფთავება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულკეთილმოწყობა''
- ა.(ა)ი.პ. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის სამსახურის
-
ა(ა)ი.პ. ხალხური შემოქმედების სახლი
- სამსახურის შესახებ
-
განათლება
- საგანმანათლებლო რესურსცენტრი
-
საჯარო სკოლები
- სადგურ მარელისის საჯარო სკოლა
- კიცხის საჯარო სკოლა
- ბორის საჯარო სკოლა - პანსიონი
- ზვარის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- ბაზალეთის საჯარო სკოლა
- დაბის N 2 საჯარო სკოლა
- ხარაგაულის N3 საჯარო სკოლა
- საღანძილის საჯარო სკოლა
- ლეღვნის საჯარო სკოლა
- ვახანის საჯარო სკოლა
- მოლითის საჯარო სკოლა
- წიფის საჯარო სკოლა
- ხიდრის საჯარო სკოლა
- ვარძიის საჯარო სკოლა
- წყალაფორეთის საჯარო სკოლა
- ლაშის საჯარო სკოლა
- ნადაბურის საჯარო სკოლა
- ღორეშის საჯარო სკოლა
- ბორითის საჯარო სკოლა
- ხევის საჯარო სკოლა
- ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა
- სარგვეშის საჯარო სკოლა
- უბისის საჯარო სკოლა
- ხუნევის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია
- სკოლამდელი დაწესებულებები
- მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი
- პროფკავშირები
- ადმინისტრაციის შესახებ
- ა.ა.ი.პ. „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპლური ცენტრი“
- ბიუჯეტი
- სოფლის მეურნეობა
- სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
- კულტურა და სპორტი
- ჯანდაცვა და სოციალური სფერო
- ინფრასტრუქტურა
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
- მართლწესრიგი
- კანონმდებლობა
- ნოტარიუსი
- არქივი


სოფელ კიცხისგაზიფიცირების სამუშაოები 2016 წელს დაიწყება
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, კობა ლურსმანაშვილი, გამგებლის მოადგილეები, პაატა გოგოლაძე, დავით დევდარიანი, თემურ ჩხეიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები სოფელ კიცხის და ბორის მოსახლეობას შეხვდნენ. „სოფლისმხარადაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტს სულ 685 310 ლარი გამოეყო, აქედან118 000 ლარი კიცხის საზოგადოებრივი სახლის მშენებლობის დასრულებისთვის დაიხარჯება. სოფელ კიცხში დამატებით ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სოფლის მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების დასაფინანსებლად 15 000 ლარი გამოიყოფა. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 8 000 ლარი დაიხარჯება სოფელ ბორში.
სოფელ კიცხში გამართულ შეხვედრაზე, გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა სოფლის მოსახლეობას აცნობა, რომ სახელმწიფო პროგრამაში უკვე ჩასმულია სოფლების კიცხისა და ლაშის გაზიფიცირება და სამუშაოები 2016 წელს დაიწყება. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა , რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული სოციალური პროგრამებით კიცხში მცხოვრებმა 1776 ადამიანმა ისარგებლა.ბატონმა კობამ ასევე ისაუბრა მუნიციპალიტეტში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვან პროგრამებსა და პროექტებზე.
შეხვედრაზე, დებატები გაიმართა მუნიციპალიტეტის გამგებელ კობა ლურსმანაშვილსა და კიცხის ადმინისტრაციული ერთეულის დეპუტატ უჩა ბერაძეს შორის. უჩა ბერაძე სოფელ კიცხში საზოგადოებრივი სახლის მშენებლობას ეწინააღმდეგება და აღნიშნავს,რომ საზოგადოებრივ სახლამდე ხალხს წყალი, გზა, სტადიონი და ბიბლიოთეკა სჭირდება. საზოგადოებრივი სახლი კიცხის და დამატებით სხვა სოფლების მოსახლეობას 200–მდე მომსახურეობის მიღების შესაძლებლობას მისცემს. ამავე შენობაში განთავსდება ბიბლიოთეკა, ინოვაციების ცენტრი და ადმინისტრაციული სახლი. კიცხის საზოგადოებრივი სახლის მშენებლობას მუნიციპალიტეტი თავის სახსრებით დაასრულებს.
რაც შეეხება, სოფელ კიცხში არსებულ სტადიონს. მასზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან გასულ წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2000 ლარი დაიხარჯა.სტადიონი მოუვლელია. გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა აღნიშნა, რომ მოსახლეობის კუთვნილი თანხა დაიხარჯა სტადიონზე, რომელზედაც შესაფერისი აქტივობა არ დაგეგმილა.
შეხვედრებზე, მოსახლეობამ საკუთარი აზრი გამოთქვა სოფელში არსებულ პრობლემებზე და მათთვის პრიორიტეტული პროექტები დაასახელა.სოფელ კიცხის მოსახლეობისათვის კვლავ მთავარ პრომლემად რჩება საუბნო გზები და წყლის სისტემა.
სოფელ კიცხში გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ გამოყოფილი 15 000 ლარი შემდეგ პროექტებზე გადანაწილდება: ჯიმშიაშვილების უბანში,დაახლოებით 50 მეტრზე, დაიგება ბეტონის საფარი.გიორგაძეებისა და ჩხიკვაძეების უბანში შეიძენენ 10 და 8 ტონიანი წყლის ავზს, კვანტრიშვილების, ჭუბაბრიებისა და ოქრომჭედლიძეების უბანში გზებს გაუკეთდება სანიაღვრე არხები და წყლის სათავე ნაგებობა მოწესრიგდება, კიცხის მემორიალზე მოეწყობა შესასვლელი კარი.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფელ ბორისთვის 8 000 ლარი გამოიყო. აღნიშნული თანხით სოფელში ბერაძეების უბანში შეკეთდება სოფლის წყარო, და შეძენილი იქნება მილები . პავლაძეების უბანში გზის გარკვეულ მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგება.
23 მარტი 2016
ნანახია: 919 - ჯერ