{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • პროექტის ფარგლებში ხარაგაულიდან 12 ფერმერი გადამზადდება

     

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელს კობა ლურსმანაშვილს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი კახა დაუშვილი სტუმრობდა.  კახა დაუშვილმა გამგებელს ENPARD/PIN -ის  პროექტის ერთ-ერთი აქტივობა გააცნო, რომელიც ფერმერების ინტერესების დასაცავად და ხელისშემწყობი ბიზნეს-გარემოს გასაუმჯობესებლად რეგიონული ფორუმის შექმნას გულისხმობს.

    აღნიშნული პროექტის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან დაახლოებით 12 ფერმერი გაივლის ტრენინგებს და მონაწილეობას მიიღებს რეგიონალურ ფორუმში. აღნიშნული აქტივობის ფარგლებში იმერეთისა და რაჭის რეგიონებიდან  100 ფერმერი გაივლის ტრენინგებს ბიუჯეტირებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში.  პროექტის ზოგადი მიზანია იმერეთისა და რაჭის სოფლებში სიღარიბის შემცირება.

     ფორუმის ფარგლებში მოხდება ფერმერების მიერ აგრობიზნესთან დაკავშირებული პრობლემების გამოვლენა და მათი განხილვა და ადვოკატირება როგორც ცენტრალურ ასევე მუნიციპალურ დონეზე.   

    როგორც შეხვედრაზე კობა ლურსმანაშვილმა აღნიშნა ის ფერმერები, რომლებიც  გადამზადდებიან, მიიღებენ მეტ ინფორმაციას, თუ რა ფორმით შეიძლება იყოს ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობა მათ საქმიანობაში და როგორ შეიძლება დააყენონ მათ თავინთი პრობლემები ადგილობრივი ხელისუფლების წინაშე.

     „ იმ ფერმერებს, რომლებიც ხარაგაულში ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას მეტი ინფორმაცია  სჭირდებათ, რომ უფრო უკეთ განავითარონ თავიანთი საქმე. ამიტომ მნიშვნელოვანია  გამოიყენონ ის რესურსები, რომელსაც ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია თავის პარტნიორებთან ერთად სთავაზობს.  მუნიციპალიტეტი  ყველანაირ შესაძლებლობას მისცემს მათ, რომ ამ ორ მხარეს შორის შედგეს თანამშრომლობა და ჩვენმა ფერმერებმა მეტი ისწავლონ შესაბამისი სპეციალისტებისგან. რაც უფრო მეტი, თავის უფლებებში კარგად გარკვეული ადამიანი მოითხოვს თვითმმართველობისგან იმას რაც ეკუთვნის, ჩვენთვის უკეთესი იქნება“ - აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა.

    კახა დაუშვილის განცხადებით, პროექტში ჩართული ფერმერები მონაწილეობას მიიღებენ  სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების ფარგლებში არსებული ხარვეზების გამოვლენასა და აღმოფხვრაში. რეგიონალური ფორუმი იქნება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ადვოკატირებისა და უფრო ეფექტიანი კომუნიკაციისათვის ფერმერებს, კერძო სექტორსა და სახელწიფო სამსახურებს შორის.

    შეხვედრის დასასრულს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის აღამასრულებელმა დირექტორმა  კახა დაუშვილმა გამგებელს მადლობა გადაუხადა  გახსნილი და ღია თანამშრომლობისათვის.

     

    23 მარტი 2016

    ნანახია: 754 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი