{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ფესტივალი “ფან ART“ – დამწყები ხელოვანების კარიერული ტრამპლინი

    ხარაგაულელი, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიის XII კლასის მოსწავლე თამარ სხილაძე ფესტივალ „ფანARTის" რჩეულია. თამარმა ფესტივალის შესარჩევ კონკურსში, ლიტერატურის ჟანრში მიიღო მონაწილეობა და კონკურსის ერთ-ერთი რჩეული გახდა. ფესტივალი ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ტარდება. ფესტივალის მეხუთე დღე ლიტერატურას დაეთმო. დათო ტურაშვილმა კონკურსანტებიდან არჩევანი თამართან ერთად კიდევ 6 მონაწილეზე შეაჩერა და ლიტერატურის მოყვარულებს ახალბედა მწერლები - თამარ სხილაძე, ნინო ჭინჭარაული, ქეთი მათითაიშვილი, თემურ ზოიძე, გიორგი ახალკაციშვილი, ქეთა ბაღაშვილი და მანანა ვეკუა გააცნო. ახალბედა მწერლების შემოქმედებას კონსულტანტი ლიტერატურის დარგში- დათო ტურაშვილი აფასებდა.

    საღამოს ბავშვთა და ახალგზარდობის ეროვნული ცენტრის, სპორტული და კულტურული პროგრამების დეპარტამენტის უფროსი თეა ყიფშიძე და თავად კონსულტანტი დათო ტურაშვილი უძღვებოდნენ.
    „პროზა გარკვეულ ასაკს და გამოცდილებას ითხოვს. ნამუშევრების შერჩევისას გავითვალისწინე მათი ნიჭი, სითამამე და პოტენცია. ადამიანები ვინც ლიტერატურას ქმნიან მუდმივად სჭირდებათ თანადგომა და ამისთვის მადლობა ფესტივალის ორგანიზატორებს. “- აღნიშნა მწერალმა.

    ,,ვწერ ლექსებს, მაგრამ იშვიათად, დიდი ხანი აღარაფერი დამიწერია. 2 თვის წინ პირველი მოთხრობა დავწერე. ჩემთვის წერა მნიშვნელოვანია იმდენად,რამდენადაც ვწერ იმაზე, რასაც ვფიქრობ, რომ ჩემ ცხოვრებში ან ჩემს გარშემო შეიძლება მომხდარიყო ალტერნატიულ რეალობაში“ - ამბობს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის XII კლასის მოსწავლე თამარ სხილაძე.

    ბავშვთა და ახალგზარდობის ეროვნული ცენტრის, სპორტული და კულტურული პროგრამების დეპარტამენტის უფროსი თეა ყიფშიძე: ,,თუ პრეტენზია გვაქვს, რომ ქვეყნის სახელი საზღვრებს სცდებოდეს, ამ სტატუსის მოსაპოვებლად ხანდახან ჩვენშიც უნდა მიმოვიხედოთ და ისეთებს აღმოვაჩენთ, რომელთა სახელზეც ფსონი გაბედულად შეგვიძლია დავდოთ. ხშირად კი სახელები, რომლებიც ქვეყნის წარმატებას განსაზღვრავენ ხელოვნების სფეროში მოიძებნებიან და თუ მითუმეტეს ეს ახალგაზრდა თაობაა, მათ განვითარებაში ჩადებული ინვესტიცია ყველაზე კარგი შედეგის მომტანია. და სწორედ ”ფან ART“ ის ფესტივალია, სადაც ასეთ ახალგაზრდებს ადვილად მოძებნით. უკვე მეოთხე წელია მრავალჟანრობრივი ფესტივალი საქართველოში იმართება და ხელოვნების 10 მიმართულებას მოიცავს.“

    ღონისძიებას ცენტრის უფროსთან, გიგა გაბელაიასთან ერთად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე ესწრებოდა. საღამომ თბილ და სასიამოვნო გარემოში ჩაიარა. ფესტივალ "ფანARTის" დახურვა 31 მარტს გაიმართება.

     

     

    29 მარტი 2016

    ნანახია: 685 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი