{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • სპორტულ - შემეცნებითი ოლიმპიადის  მიზანია, სასკოლო-სპორტის განვითარება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პრინციპების დამკვიდრება და ოლიმპიზმის პოპულარიზაცია

     

    31 მარტს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში სპორტულ-შემეცნებითი ოლიმპიადის II ტური გაიმართა. ოლიმპიადის ორგანიზატორია საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაცია. მეორე ტურში მონაწილეობას იღებდა სოფელ ვაშლევის და დაბის მე-2 საჯარო სკოლების VII-XI კლასების მოსწავლეთა ნაკრები გუნდები.
    აღნიშნული ოლიმპიადის მიზანი ბავშვთა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ფიზიკურ და სპორტულ აქტივობაში მასობრივი ჩართულობის სტიმულირება, ფიზიკური აღზრდა-განათლების ხელშეწყობა, სასკოლო-სპორტის განვითარება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პრინციპების დამკვიდრება და ოლიმპიზმის პოპულარიზაციაა.
    ბავშვებმა თავიანთი ნამუშევრები კომისიას ღია განხილვის წესით, ვიდეო-პროექტორის მეშვეობით წარუდგინეს. პრეზენტაციების თემები ქართული ეროვნული სპორტისა და სათამაშო სახეობის ისტორიას შეეხებოდა.
    ჟიურის წევრები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დავით კიკნაძე, რესურსცენტრის თანამშრომლები თინათინ ბოჭორიშვილი, ნანა ხიჯაკაძე და ნათია კაციტაძე და გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი სპეციალისტი დავით ჩადუნელი გახლდათ.
    ჟიურის გადაწყვეტილებით გაიმარჯვა სოფელ ვაშლევის სკოლის გუნდმა, რომელსაც დებულების მიხედვით უფრო სრულყოფილად ჰქონდა წარმოდგენილი ნაშრომი. პრეზენტაცია სახელწოდებით ,,ქართული ეროვნული სპორტის და სათამაშო სახეობების ისტორიიდან“ IX კლასის მოსწავლემ გიორგი ლურსმანშვილმა წარმოადგინა. ვაშლევის საჯარო სკოლის მოსწავლეები, სოფლის უხუცესებს შეხვდენენ და მათგან მივიწყებულ ქართულ ეროვნულ სპორტულ თამაშებზე ინფორმაციები ჩაიწერეს, რაც პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს.

    ოლიმპიადის მნიშვნელობაზე ისაუბრა საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა დავით კიკნაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ბავშვთა სპორტის განვითარების ხელშეწყობა ძალზედ მნიშვნელოვანია და აუცილებელია უფრო მეტი მოსწავლე დაკავდეს აქტიური სპორტით: „ოლიმპიადის მიზანია, მოსწავლეების ფართო ფენების ჩართვა სპორტულ-გამაჯანსაღებელ მოძრაობაში . მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ სპორტის ისტორია და რაც მთავარია ახალგაზრდები უნდა ცხოვრობდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესით. ამ ოლიმპიადით ბავშვები დაინტერესებული არიან და მათგან დიდი მუხტი მოდის. მე-2 საჯარო სკოლამ წარმოადგინა პრეზენტაცია, სადაც განხილული იყო ყველა ოლიმპიური თამაში და მოცემული იყო ინფორმაცია ქართველი ოლიმპიელებზე. რაც შეეხება სოფელ ვაშლევის საჯარო სკოლას, ბავშვებმა სოფელ-სოფელ შეაგროვეს ცნობები ხალხში გავრცელებული სპორტული თამაშების შესახებ და ამაზე ააგეს პრეზენტაცია.“

     

    30 მარტი 2016

    ნანახია: 553 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი