{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ისტორიულ მუზეუმში ფრიდონ მაღრაძესთან შეხვედრა გაიმართა

    დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ისტორიული მუზეუმის (დირექტორი ნინო დიდიძე) ორგანიზებით, მწერალ ფრიდონ მაღრაძესთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებისა და საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის მოეწო, რომელსაც ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი დავით კიკნაძე, ა(ა) იპ რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის დირექტორი იზა ვეფხვაძე და მწერალი ჯემსი ვეფხვაძე ესწრებოდნენ.
    შეხვედრაზე, ჯემსი ვეფხვაძე აღნიშნა, რომ ფრიდონ მაღრაძის ლექსებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს თითოეული ბავშვის განვითარებისათვის, იმისათვის რომ ისწავლონ ქართული ენა და ლიტერატურა. ჯემსი მაღრაძემ გადლობა გადაუხადა მუზეუმის ხელმძღვანელობას საღამოს ორგანიზებისთვის.
    რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერეტურული თეატრის ხელმძღვანელი იზა ვეფხვაძე: „საქართველოში ბევრი არ წერს საბავშვო ლექსებსა და ზღაპრებს, ბატონმა ფრიდონმა კი მთელი თავისი შემოქმედება საბავშვო მწერლობას მიუძღვნა. ხარაგაულში ბევრი ღონისძიება ტარდება, ეს იქნება ლიტერატურული კონკურსი, პლენერი, თუ სხვა რამ და ბატონი ფრიდონი ყველგან დებს თავის წვლილს.“
    ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ფრიდონ მაღრაძის შემოქმედებიდან ლექსები წაიკითხეს და მწერალს მათთვის საიტერესო კითხვები დაუსვეს.
    შეხვედრის დასასრულს, ფრიდონ მაღრაძემ ბავშვები საკუთარი წიგნებით დაასაჩუქრა.

     

     

    18 აპრილი 2016

    ნანახია: 483 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი