{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • 29 აპრილს, აზერბაიჯანის ქალაქ ბაქოში „ბაქოს გრან-პრის“ ტურნირი გაიმართა

    29 აპრილს, აზერბაიჯანის ქალაქ ბაქოში, თავისუფალ ჭიდაობაში „ბაქოს გრან-პრის“ ტურნირი გაიმართა. ტურნირზე ხარაგაულელმა ზაურ ბერაძემ (მწვრთნელი კახა დობორჯგინიძე) მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა. მან 84 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზა და ფინალურ შეხვედრამდე ზედიზედ დაამრცხა აზერბაიჯანელი და ყირგიზი მოჭიდავეები.  „ბაქოს გრან-პრიზე“ მეორე ადგილიც საკმაოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ მე გამარჯვება მინდოდა. ფინალში ირანელ მოჭიდავესთან დავმარცხდი. ვარჯიშს განვაგრძობ და მუდმივად ფორმაში ვარ“- აღნიშნა ჩვენთან საუბარში ზაურ ბერაძემ.

    ზაურ ბერაძე ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის(დირექტორი დავით გელაშვილი) სპორტსმენია. მან ორიოდ კვირის წინ საბერძნეთის ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავა.  

     

    6 მაისი 2016

    ნანახია: 614 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი