{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • 15 მაისს კინოთეატრში თანამედროვე მწერლებთან შეხვედრა გაიმართება

    საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭრით, ა(ა)იპ კავშირი „პოეზიის მეგობართა კლუბი“ საქართველოს რეგიონებში, მათ შორის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ახორციელებს საგანმანათლებლო–ლიტერატურულ პროექტს „ცოცხალი წიგნები.“ პროექტის ხელმძღვანელია კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი, ქეთევან დუმბაძე.
    ხარაგაულში, „ცოცხალი წიგნების“ პროექტის ფარგლებში, 15 მაისს, 13.00 – ზე კინოთეატრის შენობაში შეხვედრა გაიმართება. მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავენ თანამედროვე მწერლები თამრი ფხაკაძე, თეა თოფურია, ტორესა მოსი, გივი ჩიღვინაძე, მაკა ლდოკონენი, ნინია სადღობელაშვილი, მარიამ წიკლაური და მეგობარი მწერლები მალხაზ მაჭავარიანი, გოჩა სხილაძე და საშა გველესიანი.
    პროექტი მეორე წელია იმართება, რომლის ფარგლებში სხვადასხვა სოფლებისა და ქალაქების საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში და სხვა საჯარო დაწესებულებებში, თანამედროვე მწერლებთან შეხვედრები იმართება. მოსახლეობას შესაძლებლობა ეძლევა გაეცნოს თანამედროვე კულტურულ და ლიტერატურულ პროცესებს.
    შეხვედრაზე, ასევე მოწვეულია წიგნის გამავრცელებელი კომპანია, რომელიც საზოგადოებას ახალ გამოცემებს შესთავაზებს და გამოფენა–გაყიდვას გამართავს.

     

     

    11 მაისი 2016

    ნანახია: 422 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი