კინოთეატრში სახალხო არტისტის, ლეო ანათაძის სპექტაკლის ჩვენება გაიმართა
დღეს ხარაგაულის კინოთეატრში საქართველოს სახალხო არტისტის, ლეო ანთაძის საავტორო სპექტაკლი „ბახტრიონი“ დაიდგა. ლეო ანთაძემ სპექტაკლი ვაჟა-ფშაველას გარდაცვალებიდან 100 წლისთავს მიუძღვნა. მსახიობმა ვაჟა-ფშაველას ეს უკვდავი პოემა საოცარი სისპეტაკით, მოწიწებითა და დიდი სიყვარულით წარუდგინა მაყურებელს.
სპექტაკლი „ბახტრიონი”-ს ჩვენება პირველად 2012 წელსმსახიობის სახლში შედგა. სწორედ ამ სპექტაკლში ლეო ანთაძეს ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია მიენიჭა.
აღნიშნული ღონისძიების მხარდამჭერები არიან, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და საქართველოს ეროვნული ფილარმონია.
17 მაისი 2016
ნანახია: 1017 - ჯერ
