{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • 28-29 მაისს, სოფელ ფარცხნალში ლიტერატურული კონკურსი „ოდეონი 2016" და სამხატვრო პლენერი „გამა"გაიმართება

    28-29 მაისს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხნალში, უკვე მეთერთმეტედ გაიმართება ლიტერატურული კონკურსი „ოდეონი 2016" და სამხატვრო პლენერი „გამა". აღნიშნული პროექტების ორგანიზატორი რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი გახლავთ.
    ლიტერატურულ კონკურსში, მთელი საქართველოს მასშტაბით, მონაწილეობას 27 მწერალი მიიღებს, მათ შორის აფხაზეთის და სამაჩაბლოს წარმომადგენლებიც. სამხატვრო პლენერში 28 ცნობილი მხატვარი ჩაერთვება, მათ შორის საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე, რუსთავის და აფხაზეთის მხატვართა კავშირების თავმჯდომარეები, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მხატვრები.
    ლიტერატურული კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე როსტომ ჩხეიძე გახლავთ. კონკურსზე გამოვლინდება საუკეთესო პროზაული და პოეტური ნაწარმოების ავტორები. შედეგები ივნისის შუა რიცხვებში გამოცხადება. გამარჯვებულებს 400-400 ლარი გადაეცემათ.
    პლენერის მონაწილე მხატვრები საკუთარი მასალებით, ნამუშევრებს 24 საათის განმავლობაში შექმნიან და ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურულ თეატრს გადასცემენ. 28-29 მაისს ფარცხნალში შექმნილი ლიტერატურული ნამუშევრები და მხატვრული ტილოები წიგნად გამოიცემა.
    კონკურსს „ოდეონისა“ და პლენერ „გამას“ მხარდამჭერები არიან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო, ქართველი ებრაელის, ისრაელში მცხოვრები პაატა იოსებაშვილის ოჯახი, ასევე ქართველი ებრაელი, მხატვარ–დიზაინერი მაქს შავიტი, ჩოხოსან რაინთა დასი, „სასაუზმე მალხაზი," საინფორმაციო მხარდამჭერები მედიაკავშირი“ობიექტივი," საინფორმაციო სააგენტო ,,ივერიონი",  ხაზის რადიო, პიკის საათი, გადაცემა "ჩვენი საგანძური,“ გაზეთი „ახალი ხარაგული", ქალაქ თბილისის მერია, კულტურის სამინისტრო, ცალკეული შემომწირველები: ბაქარ დევდარიანი, ფრიდონ მაღრაძე, გაგა ბუაჩიძე.
    ყველა კონკურსანტს სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო, ცალკეული პირები და ორგანიზაციები, ხარაგაულელი, ამჟამად მოსკოვში მცხოვრები გელა ბუაჩიძე მონაწილეებისთვის ამზადებს სპეციალურ საჩუქრებს, ასევე წიგნებით მონაწილეებს დააჯილდეობს ფარცხნალელი პროფესორი კარლო ბუაჩიძე.
    კონკურსის და პლენერის სამოცამდე მონაწილე და სხვა სტუმრები 24 საათის განმავლობაში იცხოვრებენ ფარცხნალში, ახალსოფელში, ღუდუმექეთში, ისლარში, მათ შორის, ელგუჯა ხარაძის სახლში, სადაც ახალგაზრდა პედაგოგი გალაკტიონ ტაბიძე ცხოვრობდა.
    ლიტერატურული კონკურსი და სამხატვრო პლენერი 28 მაისს, 12 საათზე სოფელ ფარცხნალში, გალაკტიონის ცაცხვთან გაიხსნება. იმავე საღამოს, 7 საათზე გალაკტიონის ცაცხვთან გაიმარტება ლიტერატურული სპექტაკლი "ფარცხნალი კორიფეთა სამკვიდრო,“ სადაც დასწრება თავისუფალია.

    25 მაისი 2016

    ნანახია: 935 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი