{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ლალი ალექსიძემ სამუსიკო სკოლის წარმატებებზე ისაუბრა

     

    ,,ჩვენ ვუკრავთ ანსამბლს“ - ასე ეწოდებოდა ღონისძიებას, რომელიც შ. ბუაჩიძის (დირექტორი ლალი ალექსიძე) სახელობის სამუსიკო სკოლაში, პედაგოგების ლია კვირიკაშვილისა და დარეჯან გვაძაბიას მოსწავლეთა მონაწილეობით გაიმართა. კლასიკური მუსიკის საღამოზე ცნობილი კომპოზიტორების უკვდავი ნაწარმოებები შეასრულეს, დებმა მართა და კესო გურგენიძეებმა, ლიზი დევდარიანმა, მარიამ დევდარიანმა, დავით ჩადუნელმა, და-ძმა ნიკოლოზ და ანა მეიფარიანებმა, ნათია კაციტაძემ, მარიამ ტაბატაძემ, მარიამ ლაცაბიძემ, და-ძმა სერგი და სალომე მაჭავარიანებმა, გიორგი კვირიკაშვილმა, ნანა ლურსმანაშვილმა, სალომე კვირიკაშვილმა, ნია ფოფხაძემ, ქეთი ლაცაბიძემ და მარიამ ხაჩიძემ, ქრისტინე ლაცაბიძემ, ელენე ტალახაძემ, თეკლა ებანოიძემ, თეო ჭიპაშვილმა. სამუსიკო სკოლის აღსაზრდელები მსოფლიო კლასიკოსების შმიტცის, შაინსკის, მოცარტის, ვებერის, ვაჟა აზარაშვილის, გია ყანჩელის, რევაზ ლაღიძისa და სხვათა ნაწარმოებებს, პედაგოგების ლია კვირიკაშვილისა და დარეჯან გვაძაბიას თანხლებით ფორტეპიანოზე ასრულებდნენ. კონცერტს განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას სძენდა სინქრონში შესრულებული ნაწარმოებები. ღონისძიების დასასრულს ნიჭიერმა პედაგოგებმა დარეჯან გვაძაბიამ და ალა კვირიკაშვილმა დუეტში შეასრულეს ვაჟა აზარაშვილის „საცეკვაო მოედანზე“ და მაყურებლის ოვაციებიც დაიმსახურეს.

    დღესვე, სამუსიკო სკოლის დირექტორმა ლალი ალექსიძემ სამუსიკო სკოლის წარმატებების შესახებ ისაუბრა. საერთაშორისო ფესტივალის ,,ხელოვანები მომავლისათვის“ ლაურეატები გახდნენ შ. ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლის მოსწავლეები სალომე მაჭავარიანი, თათული ლურსმანაშვილი და მარიამ მანჯავიძე. ამავე ფესტივალზე მაღალი პროფესიონალიზმისათვის მადლობის სიგელები გადაეცათ პედაგოგებს დარეჯან გვაძაბიას და დალი მერაბიშვილს. მადლობის სიგელი გადაეცა ასევე სამუსიკო სკოლის დირექტორს ქალბატონ ლალი ალექსიძეს და შ. ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლას ფესტივალში ღირსეული და წარმატებული მონაწილეობისათვის.

    შ. ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლის მოსწავლეები ასევე წარმატებით წარსდგნენ ქალაქ სენაკში გამართულ ,,ხელოვნების აკადემიის“ რესპუბლიკურ კონკურსზე (ორგანიზატორი ვალერიან შიუკაშვილი). ფესტივალზე დიპლომებით დაჯილდოვდნენ და ლაურეატის წოდება მიიღეს არმაზ შავიძემ, მარიამ მანჯავიძემ, თამარ ლურსმანაშვილმა და სალომე მაჭავარიანმა.

    სამუსიკო სკოლის მოსწავლეები მიწვეულნი არიან ქალაქ ბათუმში ფესტივალზე ,,ფესტივალიდან - ფესტივალამდე“, ნოემბრის თვეში ქალაქ რიგაში, ხოლო დეკემბერში ქალაქ ბაქოში გამართულ საერთაშორისო ფესტივალებზე.

    შ. ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში, კლასიკური მუსიკის ზეიმი, ლილიკო ნემსაძის „მგზავრულით“ დასრულდა, რომელიც მოსწავლეთა გუნდმა ერთობლივად შეასრულა.

     

     

    25 მაისი 2016

    ნანახია: 669 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი