-
მერია
- მერი
- პირველი მოადგილე
- მოადგილე
- მერიის დებულება
-
სტრუქტურული ერთეულები
- ადმინისტრაციული სამსახური
- საფინანსო საბიუჯეტო-სამსახური
- ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური
- ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური
- ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური
- კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური
- ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
- სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური
- შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური
- საკრებულო
- მაჟორიტარი დეპუტატი
- ადმინისტრაციული ერთეულები
-
იურიდიული პირები
- ა.ა.ი.პ ,,რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი"
- ა.ა.ი.პ ხარაგაულის ,,კულტურის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ნინო სახვაძის სახელობის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა"
- ა.ა.ი.პ ,,ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი"
- ა(ა)იპ ,,ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრი'
- ა.ა.ი.პ შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლა"
- ა.ა.ი.პ ,,სათნოების სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულდასუფთავება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულკეთილმოწყობა''
- ა.(ა)ი.პ. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის სამსახურის
-
ა(ა)ი.პ. ხალხური შემოქმედების სახლი
- სამსახურის შესახებ
-
განათლება
- საგანმანათლებლო რესურსცენტრი
-
საჯარო სკოლები
- სადგურ მარელისის საჯარო სკოლა
- კიცხის საჯარო სკოლა
- ბორის საჯარო სკოლა - პანსიონი
- ზვარის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- ბაზალეთის საჯარო სკოლა
- დაბის N 2 საჯარო სკოლა
- ხარაგაულის N3 საჯარო სკოლა
- საღანძილის საჯარო სკოლა
- ლეღვნის საჯარო სკოლა
- ვახანის საჯარო სკოლა
- მოლითის საჯარო სკოლა
- წიფის საჯარო სკოლა
- ხიდრის საჯარო სკოლა
- ვარძიის საჯარო სკოლა
- წყალაფორეთის საჯარო სკოლა
- ლაშის საჯარო სკოლა
- ნადაბურის საჯარო სკოლა
- ღორეშის საჯარო სკოლა
- ბორითის საჯარო სკოლა
- ხევის საჯარო სკოლა
- ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა
- სარგვეშის საჯარო სკოლა
- უბისის საჯარო სკოლა
- ხუნევის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია
- სკოლამდელი დაწესებულებები
- მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი
- პროფკავშირები
- ადმინისტრაციის შესახებ
- ა.ა.ი.პ. „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპლური ცენტრი“
- ბიუჯეტი
- სოფლის მეურნეობა
- სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
- კულტურა და სპორტი
- ჯანდაცვა და სოციალური სფერო
- ინფრასტრუქტურა
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
- მართლწესრიგი
- კანონმდებლობა
- ნოტარიუსი
- არქივი
ფარცხნალში ლიტერატურული კონკურსი „ოდეონი 2016" და სამხატვრო პლენერი „გამა“ დასრულდა
29 მაისსს ლიტერატურული კონკურსი „ოდეონი 2016" და სამხატვრო პლენერი „გამა," სოფელ ფარცხნალში, ოფიციალურად დაიხურა. ლიტერატურული კონკურსის და პლენერ „გამას“ მონაწილეებმა საკონკურსო ნამუშევრები 24 საათის განმავლობაში შექმნეს. დასკვითი ღონისძიების პარალელურად მოეწყო მხატვართა ნამუშევრების გამოფენა.
ღონისძიებას, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ჟიურის თავმჯდომარე როსტომ ჩხეიძე, ჟიურის წევრები, სოფელ ფარცხნალის მკვიდრნი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ხარაგაულის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა კონკურსის მონაწილეებს მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა მადლობა გადაუხადა სოფელ ფარცხნალის მოსახლეობას კონკურსისადმი გაწეული მხარდაჭერისა და სტუმართმოყვარეობისთვის.
ლიტერატურული კონკურსი „ოდეონი 2016"– ის ჟიურის თავმჯდომარე როსტომ ჩხეიძე: „ეს დღე არის ლიტერატურითა და მხატვრობით დამუხტული დღე. არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ხარაგაული არის ერთ-ერთი ძარღვი ქართული კულტურისა და ის სოფელი, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით არის აღბეჭდილი გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებაში. აქ გალაქტიონი დადიოდა... აქ ქმნიდა თავის შედევრებს... მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ კობას, ძალიან ცოტა გვყავს გამგებელი რომელიც ამბობს, რომ პრიორიტეტი არის კულტურა. სახელმწიფო არის კულტურა და თუ კულტურა არ გაქვს არ გაქვს სახელმწიფო. სახელმწიფო ძალიან კარგად ჩანს ხარაგაულში, ფარცხნალში. ეს არის ერთი გამონათება იმ კულტურული ცხოვრებისა, რაც ხარაგაულში ტრიალებს. თავდაპირველად ლიტერატურული კონკურსს 10 მონაწილე ჰყავდა, დღეს კი აქ მთელი საქართველოდან გვყავს კონკურსანტები და იქმნება ლიტერატურული შედევრები.“
ლიტერატურული კონკურსის საუკეთესო პროზაულ და პოეტურ ნაწარმოების ავტორებს ჟიური გამოავლენს.
ლიტერატურულ კონკურსში, მთელი საქართველოს მასშტაბით, მონაწილეობას 27 მწერალი ღებულობდა, სამხატვრო პლენერში კი 28 მხატვარი.
კონკურსზე გამოვლინდება საუკეთესო პროზაული და პოეტური ნაწარმოების ავტორები. შედეგები ივნისის შუა რიცხვებში გახდება ცნობილი. გამარჯვებულებს 400-400 ლარი გადაეცემათ.
30 მაისი 2016
ნანახია: 1775 - ჯერ








